საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოზურგეთი ღირსეულად და ტრადიციული _ ქართული-ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით შეხვდა.
რეპერტუარიდან “ამოვარდნა” მხოლოდ კონცერტის დასასრულს მოხდა, როდესაც ღონისძიების ერთ-ერთმა წამყვანმა საზოგადოებას ამცნო, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, კოტე შარაშენიძემ მათ “სიურპრიზი” მოუწყო _ ეს სიურპრიზი სოსო ნარიმანიძე აღმოჩნდა, რომელსაც საზოგადოება პროექტ “ნიჭიერიდან” იცნობს.
გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტს გამგებლის “სიურპრიზის” შესახებ.