ორგანიზაციამ ყოფილ პოლიციელებთან და პროკურორებთან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გამართა.
აქციის ორგანიზატორის, “სამართალდამცავთა ლიგის” ხელმძღვანელის ირაკლი ბარძიმაძის თქმით, მათი მოთხოვნაა სასამართლომ კანონშესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანოს.
“შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს, კანონი გვერდზე არ უნდა გადადონ და გადაწყვეტილება ისე არ უნდა მიიღონ. ვაპროტესტებთ, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ყველა კანონის დარღვევით და უგულებელყოფით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა. სააპელაციო სასამართლომ კი საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა,” _ განაცხადა ირაკლი ბარძიმაძე.