_ ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, ვმუშაობ ჩვეულებრივად, _ გვითხრა ლაშა შაფაქიძემ, რომელიც ადრე გურიის გუბერნატორის მოადგილე იყო.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ნინო ჩხარტიშვილს, რომელიც რატომღაც კითხვის დასმამ გააღიზიანა და ჟურნალისტებთან საუბარს მოერიდა.
_არა, არაფერი ვიცი ამასთან დაკავშირებით…
_ჩვენი ინფორმაციით, თქვენი დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია…
_მე სკოლაში ვარ, დღესაც სკოლაში ვიყავი და ჯერჯერობით ჩვეულებრივი სასკოლო ცხოვრებით ვცხოვრობ. მოდით, რა, დავანებოთ თავი ამ საუბარს, ჟურნალისტებთან ასეთ თემებზე არ ვსაუბრობ, როცა დავინიშნები, ვისაუბროთ მაშინ, _ გვითხრა ნინო ჩხარტიშვილმა.