https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გამოუცდელობის თუ უცოდინრობის გამო ატეხილი ხმაური აბაშის საკრებულოში

12:05; 29.05.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

12 საათზე სხდომას მხოლოდ 7 დეპუტატი ესწრებოდა. დეპუტატებმა გადაწყვიტეს კოლეგებს დალოდებოდნენ. როგორც მათ განაცხადეს, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებით ყველა ყანებშია გასული და ცოტა დააგვიანდებათ მოსვლაო. საკრებულოს აპარატის უფროსმა ხელახლა დაურეკა დეპუტატებს და გააფრთხილა სხდომის შესახებ. უკვე 13 საათსა და 20 წუთზე, სხდომის თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით კაჭარავამ ადგილზე მყოფ 13 დეპუტატს განუცხადა, რომკ არარსებობის გამო სხდომა ჩატარდება პარასკევს, 31 მაისს. ამ განცხადების შემდეგ საზოგადოებრივი სექტორის და მედია საშუალებების წარმომადგენლებმა დეპუტატებთან ერთად დატოვეს სხდომათა დარბაზი.

საღამოს”გურია ნიუსს” დაუკავშირდა ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ლევან ჩიქოვანი, რომელიც დილით სხდომას ესწრებოდა და განაცხადა:

ლევან ჩიქოვანი: “დღეს საკრებულოს სხდომა უნდა დაწყებულიყო 12 საათზე, თუმცა, კვორუმი ვერ შედგა, ვინაიდან 1 საათისა და 40 წუთის ლოდინის შემდგომ სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ 13 დეპუტატი. რეგლამენტის მიხედვით, კვორუმი რომ შემდგარიყო, სხდომას უნდა დასწრებოდა დეპუტატთა ნახევარზე მეტი, ანუ 26-დან 14 დეპუტატი მაინც. ვინაიდან საკრებულოს თავმჯდომარე დავით თოფურია შვებულებაში იმყოფება, სხდომას უძღვებოდა მისი მოადგილე დავით კაჭარავა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ვინაიდან კვორუმი ვერ შედგა, სხდომა რეგლამენტის მიხედვით დავნიშნოთ თვის ბოლო პარასკევს, 31 მაისს 12 საათზეო, რასაც ცამეტივე დეპუტატი დაეთანხმა. მოგვიანებით, 17 საათსა და 25 წუთზე, მობილურ ტელეფონზე დამირეკა საკრებულოს წევრმა, ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ გელა თოფურიამ და განმიცხადა, რომ კაჭარავას გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომა ჩანიშნულია დღეს, 28 მაისს 17 საათსა და 30 წუთზე და მოდიო. ზარის გახორციელებიდან რამდენიმე წუთში სხდომა დაიწყო. მე ეს ყოველივე ხუმრობა მეგონა და საკრებულოს შენობაში მისვლას არც ვაპირებდი _ არ მეგონა თუ საკრებულოში კანონდარღვევათა კასკადს კვლავ გააგრძელებდნენ. საბოლოოდ სხდომაზე წასვლა მაინც გადავწყვიტე. როდესაც საკრებულოში მივედი, მოხსენებას აკეთებდა ხვიჩა კელენჯერიძე. მისი მოხსენების დასრულების შემდგომ სხდომის წევრებს მივმართე: _ რას შვრებით, კანონის ელემენტარული უცოდინრობაა ეს ყოველივე, კრება უნდა გაიმართოს გადაწყვეტილებისამებრ 31 მაისს 12 საათზე, თუ არადა, ბიუროს დადგენილება წარმომიდგინეთ, რომლითაც საგანგებო სხდომის მოწვევა გაქვთ გაფორმებული,-მეთქი. მათ გაკვირვება ვერ დამალეს, ვერ მიხვდნენ რომელი ბიუროს დადგენილებას ვითხოვდი. რა თქმა უნდა, აღნიშნული დოკუმენტი ვერ წარმომიდგინეს. მე მათ მივმართე, რომ დღევანდელი სხდომის უკანონობის შესახებ სარჩელით მივმართავდი სასამართლოს და ბათილად იქნებოდა სხდომის გადაწყვეტილება ცნობილი. ამის შემდგომ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დავტოვე”.

ჩიქოვანის განცხადების შემდეგ, ჩვენც გავარკვიეთ, რომ სხდომა მართლაც ჩატარებულა 28 მაისს 17 საათსა და 30 წუთზე. სწორედ ამიტომ სხდომის თავმჯდომარეს, დავით კაჭარავას დავუკავშირდით, მან ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა და საკრებულოს აპარატის უფროსთან, გოჩა ხურცილავასთან გადაგვამისამართა.

_ ბატონო გოჩა, დილით სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა გადაიდო და ჩატარდება 31 მაისს, 12 საათზეო. ჩვენც იქ მყოფ საზოგადოებასთან ერთად დავტოვეთ სხდომათა დარბაზი. რა მოხდა შემდეგ და რატომ ჩატარდა 31 მაისს დაანონსებული სხდომა იმავე საღამოს?

_ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #12 სხდომა უნდა ჩატარებულიყო დილის 12 საათზე, მაგრამ კვორუმი არ შედგა. ამის გამო სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სხდომა ჩატარდებოდა 31 მაისს. ამის შემდეგ დეპუტატები სხდომის თავმჯდომარესთან შეიკრიბნენ და საზოგადოებაში სხვა აზრი რომ არ გაჩენილიყო, თანახმად რეგლამენტის 64-ე მუხლისა, საკრებულოს წევრებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და გადაწყვიტეს სხდომა ჩატარებულიყო იმავე დღეს, 17 საათსა და 30 წუთზე. ისევ იქნენ დაანონსებული ამ გადაწყვეტილების შესახებ დეპუტატები და უკვე საღამოს სხდომას 23 დეპუტატიდან 16 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომა ჩვეულებრივად ჩატარდა, რაიმე კითხვები ან კრიტიკული შენიშვნები სხდომის მიმართ დეპუტატებს არ ჰქონიათ.

_ პირველ გადაწყვეტილებას კენჭი არ ეყარა?

_ არა, კენჭისყრა არ ყოფილა. სხდომის თავმჯდომარემ უბრალოდ განაცხადა, სხდომა 31 მაისს მოვიწვიოთო.

_ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დეპუტატები წავიდნენ და დარბაზი დაცარიელდა.

_ კი, დარბაზი დაცარიელდა, მაგრამ დეპუტატები არ წასულან. მერე იმსჯელეს სხდომის თავმჯდომარესთან ერთად ამ საკითხზე. როგორც მათ განაცხადეს, საზოგადოებაში განსხვავებული აზრი რომ არ შექმნილიყო და არავის ეთქვა, სხდომა არ შედგა კვორუმის უქონლობის გამოო, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გადახედეს რეგლამენტს და გადაწყვიტეს სხდომა იმავე დღეს, ოღონდ საღამოს ჩატარებულიყო.

_ გამოდის, დეპუტატებს არ ჰქონდათ რეგლამენტი გადახედილი სხდომის დაწყებამდე და არ იცოდნენ, რომ შესაძლებელი იყო სხდომის ჩატარება იმავე დღის საღამოს. თუმცა, სხდომის ჩატარება შესაძლებელი იყო 31 მაისსაც, როგორც იქნა გადაწყვეტილება მიღებული და არც ეს იქნებოდა დარღვევა. ნუთუ მხოლოდ იმიტომ ჩატარდა საღამოს სხდომა, რომ საზოგადოებაში განსხვავებული აზრი არ გაჩენილიყო, თუ რაიმე სასწრაფო და მნიშვნელოვანი საკითხი იყო გადასაწყვეტი?

_ ფაქტობრივად, იხილებოდა ბიუჯეტი და სხვა მიმდინარე საკითხები. დანარჩენზე კონკრეტულად თავმჯდომარემ უნდა გაგცეთ პასუხი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სხდომის თავმჯდომარე დავით კაჭარავა კაბინეტში დაგვხვდა. როგორც ყოველთვის, ჩაწერაზე უარი გვითხრა, თუმცა, პირად საუბარში აღნიშნა, რომ რეგლამენტისთვის სხდომის დაწყებამდე რომ გადაეხედა, მაშინ სხდომას 31-ში კი არა, იმავე საღამოს დანიშნავდა. ოფიციალური კომენტარისთვის კი საკრებულოს ფრაქცია”რეფორმატორების” თავმჯდომარეს, გელა თოფურიას დაურეკა და ჩვენთან სასაუბროდ მოიყვანა.

გელა თოფურია: _ საკრებულოს სხდომა დანიშნული იყო 12 საათზე, მაგრამ რადგან ქვორუმი არ იყო, თავმჯდომარემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და დანიშნა სხდომა იმავე დღის საღამოს.

_ მაგრამ პირველად სხდომა დაინიშნა 31 მაისს. დილით კანონი ამის უფლებას არ იძლეოდა?

_ კი, ბატონო, პირველად 31 მაისი დაანონსდა, მაგრამ გამგეობაში შემოვიდა პროექტი, რომელიც ეხებოდა ბიუჯეტს, საკმაოდ დიდი თანხა დამატებით უნდა ასახულიყო ბიუჯეტში. ეს შეეხება სოფლის დაფინანსების პროგრამას. ვინაიდან ყველაფერს, რაც მოდის ტრანსფერის, სუბსიდიის სახით ამას განიხილავს საკრებულო, გამოსცემს ნორმატიულ აქტს და ხდება მისი ასახვა ბიუჯეტში. ეს ყველაფერი სასწრაფო იყო, ამიტომ ითხოვა გამგეობამ, თუ შესაძლებელი იქნებოდა, იმ დღესვე ყოფილიყო განხილული ეს საკითხი. თავიდან გადახედა სხდომის თავმჯდომარემ რეგლამენტს და საღამოს მოვიწვიეთ სხდომა, შედგა კვორუმი, იყო 16 დეპუტატი, ასე რომ, სხდომა ჩატარდა რეგლამენტის სრული დაცვით. კიდევ გეუბნებით _ სასწრაფო იყო ამ საკითხის გადაწყვეტა, გადაიხედა რეგლამენტი და სხდომა ყველა კანონის დაცვით საღამოს დაინიშნა. დაინტერესებული პირი იყო ბატონი ჩიქოვანი, მე თვითონ დავურეკე მას, მოსულიყო და დასწრებოდა სხდომას, მოვიდა და რაც არ მოეწონა ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, მაგრამ სხდომა ყველა კანონის დაცვით ჩატარდა.

_ გამგეობას რომ არ ეთხოვა სხდომის დაჩქარება, გამოდის, რომ სხდომის თავმჯდომარე და საკრებულოს დეპუტატები რეგლამენტს არ გადახედავდნენ და ვერ გაიგებდნენ, რომ ამის შესაძლებლობას კანონი აძლევდათ. ხომ შეიძლებოდა, თავმჯდომარე ისე შესულიყო დარბაზში, რომ ეს 64-ე მუხლი წაეკითხა სხდომის დაწყებამდე და არა მის შემდეგ?

_ 31ში რომ ჩატარებულიყო სხდომა, არც ის იქნებოდა დარღვევა, მაგრამ რადგან საკითხი მოითხოვდა სასწრაფო გადაწყვეტას, ამიტომ ჩატარდა საღამოს. ისე, ეს პირველი შემთხვევა იყო, კვორუმის არარსებობის გამო სხდომის გადატანის და, შესაბამისად, გამოცდილებაც არ ჰქონდათ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ვოლსკი: სააკაშვილისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას

15:03; 7 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში – შალვა პაპუაშვილი

15:02; 7 იანვარი, 2026
პოლიტიკა

პაპუაშვილი: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს

14:22; 6 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ვინ არიან სურსათის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები

18:08; 5 იანვარი, 2026
პოლიტიკა

სოხუმში უპასუხეს საქართველოს მოლოდინს, კარაკასის მიერ აფხაზეთის “აღიარების” გაუქმებაზე

13:32; 5 იანვარი, 2026

სასამართლომ 90-იანი წლების ჰიპერინფლაციის მთავარი მიზეზი საიდუმლოდ დატოვა

"თანამედროვე სოფლის მეურნეობა და აგროინდუსტრია საქართველოში"

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: სააკაშვილისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას

15:03; 7.01.2026
პოლიტიკა

ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში – შალვა პაპუაშვილი

15:02; 7.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას

14:57; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო სიურპრიზი   

11:45; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო საჩუქარი   

11:43; 7.01.2026
ზაფრანი

ქართული საშობაო სუფრა

11:42; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7.01.2026
მსოფლიო

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

11:30; 7.01.2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7.01.2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7.01.2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7.01.2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო