_ ასე აფასებს ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან გახელაძის მიერ წარდგენილი ანგარიშზე განათლების საპარლამენტო კომიტეტში დასმულ შეკითხვებს. მისი განცხადებით, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ უმცირესობის წევრები გახელაძისგან ცოდვების მონანიებას ითხოვდა.
“უცნაური განხილვა ვიხილეთ კომიტეტში, როდესაც პარლამენტის წევრები, უმრავლესობის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს უსვამდნენ შეკითხვებს და განწყობა შეიქმნა ისეთი, რომ ამ კომიტეტის სხდომის მიზანი იყო, კითხვები დაესვათ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისთვის, ინანიებს თუ არა გასული წლების განმავლობაში ჩადენილ მის საქციელს. ეს ზუსტად გამოხატულება არის იმისა რომ ასეთი ტიპის განხილვა აჩენს შესაძლებლობას, პოლიტიკური ჩარევა მოხდეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საქმიანობაში. ამ დროს ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” გარეშე ძალების ჩარევისგან, განსაკუთრებით ხელისუფლების ჩარევისაგან. შემდგომში დავინახავთ, როგორი გაგრძელება მოყვება ამ მოვლენებს,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
დღეს პარლამენტში “განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში” დეპუტატები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის ანგარიშს უსმენდნენ, არხის გასული წლების საქმიანობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.