ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები და ა(ა)იპ სამსახურები მონაწილეობდნენ. კვირეულის განმავლობაში ყოველდღე სპორტული და სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართებოდა.
კვირეული 20 მაისს სპორტული აღლუმით გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს თემაზე ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები, სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდების მონაწილეობით ნაჩვენები იყო იუმორისტული პროგრამები, ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაში გაიხსნა გმირთა სახელობის ვარსკვლავი.
კვირეული, 26 მაისს, ცენტრალურ სტადიონზე გამართული საფინალო კონცერტით დასრულდა, რომელშიც კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ა(ა)იპ სამსახურები მონაწილეობდნენ.