თუმცა, როგორც ცამციშვილის ადვოკატი ელისო დათუსანი განმარტავს, პროცესი გადაიდო. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბრალდების მხარეს მოწმეები არ ჰყავდა. შესაბამისად, ფაქტების ძიება გრძელდება და საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 17 ივნისამდე გადაიდო, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღის 14:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ რომ ქუთაისის პროკურატურა ცამციშვილს ბიუჯეტის თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავება. საუბარია ქალაქის მერიასა და შპს-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეა. აღნიშნული შპს მერიისთვის მიკროავტობუსებით მომსახურებას უზრუნველყოფდა. ბრალდების მხარის განცხადებით, ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მერიამ შპს-ს ზედმეტი თანხა გადაურიცხა.
ამ საქმეზე თეიმურაზ ცამციშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის “ბ” და “გ” მუხლით მიმდინარეობს.