ბესელიას თქმით, ვიდრე საკომიტეტო მოსმენები დაიწყება ამ საკითხზე, ის შეხვდება ადვოკატთა ასოციაციის წარმოამდგენლებს, უფლებადამცველებს და მათთან ერთად განიხილავს საპროცესო კოდექსის ცვლილებებს.
“ჩემთვის, როგორც ყოფილი ადვოკატისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ ადვოკატთა ასოციაცია ძალიან პრინციპულად ითხოვს იმ ცვლილებაზე უარის თქმას, რომელიც გახორციელდა საპროცესო კოდექსში. კერძოდ, იმ ნორმების გადადების გაუქმებას, რომლითაც ადვოკატებს მიეცემათ შესაძლებლობა არა ერთი წლის შემდეგ, არამედ დღეს ან უახლოეს დღეებში ისარგებლონ იმ უფლებით, რა უფლებებიც აქვს ბრალდების მხარეს. მე, ზოგადად მიმაჩნია, რომ მხარეთა თანასწორობის დაცვა უმნიშვნელოვანესი პრინციპია და ეს პრინციპი უნდა იყოს დაცული. მე მინდა შევხვდე ზაზა ხატიაშვილს, ადვოკატებს, უფლებადამცველებს ამ საკითხზე, ვიდრე საკომიტეტო მოსმენას გავმართავ და განვიხილავთ ვეტო დადებულ კანონპროექტებს, კიდევ ერთხელ გავიაზრებთ ამ ცვლილებებს. მინდა, რომ მათაც დაველაპარაკო. კარგად ავწონ-დავწონოთ და კონსესუსით მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სამართლიანი და დაცვის მხარეს პრობლემებს არ შეუქმნის საქმის წარმოების პროცესში,” _ ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.