თუმცა არსებობს გარკვეული სადავო საკითხები, რომლის განხილვა ისევ მეორე მოსმენის რეჟიმში გაგრძელდება,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სანდრო ბარამიძემ.
“მეორე მოსმენით შრომის კანონი მიღებულია. რაღაც გარკვეულ მუხლებზე გაგრძელდება დისკუსია მეორე მოსმენის რეჟიმში. მოგახსენებთ ერთ-ორ თემას, რომელსაც ეხება ეს მუხლები _ ეს არის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების თემა. რჩება საერთო წესი, ის რაც იყო, მაგრამ დამწყები საწარმოებისთვის პირველი ოთხი წლის განმავლობაში უფრო შეღავათიანი პირობები იქნება. მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც გაგრძელდება დისკუსიები, ეს არის ნორმირებული სამუშაო კვირის თემა. 40 საათი ნორმირებული სამუშაო კვირა დარჩა ისე როგორც არის. მაგრამ სპეციფიკური სამუშაო პირობების შემთხვევაში, როდესაც გარკვეული საათების რაოდენობა უწყვეტი სამუშაო რეჟიმია, მათთვის 48-საათიანი სამუშაო კვირაა შემოთავაზებული. ამ სპეციფიკურ საწარმოებს დაადგენს მთავრობა მოგვიანებით, თავისი დადგენილებით. მსჯელობა გაგრძელდება,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სანდრო ბარამიძემ