_ კვირეულის მიზანი ბავშვთა უფლებების პოპულარიზაცია და იმ უარყოფით შედეგებზე აქცენტების გაკეთებაა, რომლებიც ბავშვთა უფლებების უგულვებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს. _ გვითხრეს “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში.”
კვირეული ორ ნაწილად დაიყო: პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო თავად ორგანიზაციის ახლგაზრდული მიმართულების სხვადასხვა პროდუქტი და სკოლების დემოკრატიზაციის მხარდაჭერის კომპონენტის მონიტორინგის ანგარიში სკოლაში ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. მეორე ნაწილში მოწვეული იყვნენ “ბერიკები” და “თეატრალები”, რომლებმაც გამართეს სპექტაკლები “P.S. ბესლანი” და “ჯინსების თაობა”. კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექციები და მასტერკლასები ჩაატარეს რეჟისორებმა, გოგი თოდაძე, ლაშა გოგნიაშვილმა, კინოდოკუმენტალისტმა ელენე ასათიანმა და მწერალმა დათო ტურაშვილმა.