"ჩვენ 800-მდე გვერდი კონკრეტული დოკუმენტაცია გადავაგზავნეთ ამ კომპანიასა და მის პროექტებზე. ნაწილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ნაწილი კი _ პროკურატურას," _ აცხადებდა დავით ნარმანია.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის განცხადებით, ყოფილი მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის პერიოდში სამინისტრომ სახელმწიფო 10 მილიონით აზარალა.
კონკრეტულად, საუბარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის და თელავის ქუჩების გარეგანათებაზე.
ტენდერებში სახელმწიფო არარეალურად გაზრდილ ფასებს იხდიდა. მინისტრმა დავით ნარმანიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 13 საქმე გადასცა შესასწავლად.
ამ 13 საქმიდან დაახლოებით 3-4 საქმეზე გაკეთდა აქცენტი, დანარჩენზე კი დუმილია როგორც პროკურატურიდან, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან.
"გურია ნიუსმა" დავით ნარმანის სწორედ ეს თემა შეახსენა რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს…