არასამთვრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებთან. შეხვედრები “ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში ეწყობა.
4 და 5 ივნისს, შეხვედრები დაგეგმილია ბათუმში. 4 მაისს 11:00 საათზე “პრესკაფეში” მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის მიზანი საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის პროექტის და სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის კანონპროექტის განხილვაა;
4 ივნისს, 14:00 საათზე შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში აჭარის უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებთან გაიმართება. შეხვედრის თემა – საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის პროექტი და დეცენტრალიზაციის სტრატეგია იქნება. შეხვედრაზე მხარეები ასევე განიხილავენ აჭარის უზენაესი საბჭოსა და თვითმმართველობის რეფორმის მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს თანამშრომლობის ფორმებს.
5 ივნისს, 11:00 საათზე დაგეგმილია შეხვედრა ბათუმში, მთავრობის სახლში, სადაც საბჭოს წარმომადგენლები აჭარის მთავრობას საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის ახალი პროექტს გააცნობენ და მათ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მოისმენენ.
5 ივნისს, 16:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ოზურგეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრა ჩატარდება ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც თვითმმართველობის საბჭოს წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს საბჭოს საქმიანობას გააცნობენ და საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის ახალ პროექტზე იმსჯელებენ .
პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მართვის საერთაშორისო სისტემების (MSI- Management Systems International) მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”.