ასოციაცია “საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომელიც წარმოადგენს 50-ზე მეტი მოქმედი მოსამართლის ინტერესებს, წევრთა მზარდი რაოდენობით, რომლის წევრობა თავისუფალია ყველა სხვა მოსამართლისათვის.
ასოციაცია მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის, მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესის მხარდაჭერას, მოსამართლეთა კორპუსის გაძლიერებას და ჩართვას სისტემის შემდგომი განვითარების პროცესში, მოსამართლეთა შორის იდეების გაცვლისა და კომუნიკაციის პროცესის ხელშეწყობას. ასოციაციის მიზანია მოსამართლეთა თვითმმართველობის განმტკიცების მხარდაჭერა.
ასოციაცია “საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” მოწოდებულია, გააღრმავოს კონტაქტები იურიდიული პროფილის მქონე სხვა პროფესიულ გაერთიანებებთან, იზრუნოს საზოგადოების ინფორმირებისა და სამართლებრივი კულტურის ამაღლებაზე, ასევე ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს სხვა შესატყვისი საქმიანობა.
ასოციაციის პრეზენტაციას საინიციატივო ჯგუფი გამართავს დღეს,12 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”.