ფრაქციის თავმჯდომარე სოფელ ძიმითის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა თავდიშვილი იყო.
ფრაქცია ერთ-ერთმა წევრმა, დაბა ურეკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა მიქაბერიძემ დატოვა. “გურია ნიუსის” კითხვაზე, რატომ დატოვა მან ფრაქცია, მიქაბერიძემ კომენტარი არ გააკეთა.
_ ბატონო ჯაბა, როგორც გავიგეთ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეთ…
_ კი, მერე?
_ რატომ დატოვეთ, იქნებ, მიზეზიც გვითხრათ..
ეს კითხვა მიქაბერიძემ უპასუხოდ დატოვა და ტელეფონი გაგვითიშა.