https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ ცდილობდნენ სასოფლო-საკრედიტო კავშირების მიზანმიმართულად გაუქმებას

21:04; 29.04.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბოლო პერიოდში, მასმედიის საშუალებებით ვიგებთ, რომ თურმე, საქართველოში პირველად ამ დღეებში ჩამოყალიბდა საკრედიტო კავშირები, რომელიც ხალხს განსაკუთრებულ სიკეთეს ჰპირდება. არადა, საკრედიტო კავშირები საქართველოში წლების წინ შეიქმნა და, როგორც თავიდან აღნიშნავდნენ, თუ არსებობა ეწერა, ის იქნებოდა გლეხის საშველი და სოფლის აღორძინების საყრდენი.

საკრედიტო კავშირი, რომელიც თავისი არსით ბანკის ტიპის ფინანსური ორგანიზაციაა, ნებისმიერ განვითარებულ და წარმატებულ ქვეყანაში პოპულარულია და ზოგან მოსახლეობის 100%-ც კი, ასეთი კავშირის წევრია.

16 წლის წინ, ჯერ კიდევ 1995 წელს, მსოფლიო ბანკმა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა საქართველოში მცირე ფერმერთა სამეურნეო საქმიანობის დასაფინანსებლად და საკრედიტო კავშირების შესაქმნელად 6,5 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. პროექტის ფარგლებში საქართველოში შეიქმნა საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრი, დაარსდა 150 სასოფლო-საკრედიტო კავშირი. კონკრეტულად, გურიაში 27 საკრედიტო კავშირი არსებობდა. თუმცა ბევრი მათგანის ხსენება მაშინვე გაქრა, ხოლო ოზურგეთში, სოფელ მერიის საკრედიტო კავშირი ვახტანგ ბაქანიძის ხელმძღვანელობით, დღესაც განაგრძობს არსებობას და საკმაოდ წარმატებულადაც.

საკრედიტო კავშირების ხელმძღვანელების უმეტესობამ იმ დროისთვის, ფერმერთა დახმარების ნაცვლად, თვითონ მიჰყვეს ხელი “ბიზნესმენობას” და რბილად რომ ვთქვათ, არამიზნობრივად მოიხმარეს ფინანსები.

იმ პერიოდში, ყოველ საკრედიტო კავშირზე გამოყოფილი იყო 5000 ამერიკული დოლარი, საიდანაც 3000 დოლარი აღნიშნული კავშირის რეგისტრაციას თუ ოფისის ხარჯებს უნდა მოხმარებოდა, ხოლო 2000 დოლარი სასოფლო-საკრედიტო კავშირებს უნდა მიეღოთ, როცა წევრთა საერთო შენატანები მიაღწევდა 25 000 დოლარს.

სასწაულებრივად გადარჩენილი და დღემდე წარმატებით მომუშავე სოფელ მერიის საკრედიტო კავშირი, ვახტანგ ბაქანიძის შემართებამ და ინტერესმა გადაარჩინა, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერასოდეს მიაღწია, ხელისუფლების თანადგომა მოეპოვებინა. იგი არაერთხელ ეახლა პეტრე ცისკარიშვილს, მიხეილ სვიმონიშვილს, ზურაბ ნოღაიდელს თუ სხვებს, მაგრამ ამაოდ. ყველგან თავს უქნევდნენ, ეთანხმებოდნენ, წადი, გააანალიზე ყველაფერი და მერე მოდიო. მერე კი ყველაფერი თავიდან მეორდებოდა “ცისფერი მთების ანუ ტიან-შანის” მსგავსად.

საგანგებოდ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ შექმნილი 150 საკრედიტო კავშირი სასოფლო-სამეურნეო ხასიათის იყო. მერიის საკრედიტო კავშირიც სასოფლო-სამეურნეო ხასიათისაა. ამიტომ, თუკი ვინმეს სურდა, რომ საქართველოში სოფელს ეხეირა, ქვეყანა გაძლიერებულიყო, სწორედ ასეთ სასოფლო კავშირებს სახელმწიფოებრივი აზროვნებითა და ერთგულებით უნდა გაფრთხილებოდა. მაგრამ ხდებოდა ისე, რომ კაცს, რომელიც თავგანწირული ცდილობდა ამ კავშირის შენარჩუნებას და გაძლიერებას, ხელს უშლიდნენ და მის გზიდან ჩამოშორებასაც კი ცდილობდნენ.

დღეს, როცა ლამის მოდურიც გახდა სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე საუბარი და უკვე გლეხკაცს კარს მოადგა ხვნა-თესვის სეზონი, სოფლის მცხოვრებთა 90%-ს საწვავის, სასუქის, ყანის დამუშავებისთვის საჭირო თანხა არ აქვს. ეს სიმართლეა. სიმართლეა ისიც, რომ არც ერთი საფინანსო ორგანიზაცია გლეხს მცირე სესხს ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე არ აძლევს.

მავანს იქნებ მოეჩვენოს, რომ საუბრის თემას ავცდით, მაგრამ ძლიერი საკრედიტო კავშირის და წარმატებული ფერმერის საქმიანობა რომ უერთმანეთოდ წარმოუდგენელია, სოფლის მეურნეობის კუთხით ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის მაგალითი მოწმობს.

“გურია ნიუსი” შეხვდა მერიის საკრედიტო კავშირის თავმჯდომარეს და სოფლის მეურნეობის აღორძინების შესახებ გაცხარებული კამპანიის ჟამს ესაუბრა: რამ გამოიწვია წარსულში საკრედიტო კავშირების “დაძირვა”, გაძლიერდება თუ არა ეს კავშირები მომავალში, როგორ გადმოლახა უმძიმესი წლების რუბიკონი წარმატებით და აპირებს თუ არა, კიდევ ერთხელ მოიაროს სამთავრობო კაბინეტები უკვე ნაცადი მარშრუტით.

_ ბატონო ვახტანგ, ერთეულთაგან ყველაზე წარმატებული საკრედიტო კავშირის თავმჯდომარე ხართ. როგორ შეინარჩუნეთ იგი და რამდენად სასიამოვნოდ გხვდებათ ყურში, რომ საქართველოში, თურმე, ახლა პირველი საკრედიტო კავშირები ყალიბდება?

_ საკრედიტო კავშირი, როცა არ უნდა ჩამოყალიბდეს, ძალიან კარგია. საქმე იმაშია, რომ ეს საქართველოში პირველად არ ხდება. ჩვენ 15 წლის წინ ნულიდან დავიწყეთ მუშაობა, 300 ლარი გვქონდა და გავცემდით 30-100 ლარიან სესხს. როცა ამერიკაში ჩავედი საკრედიტო კავშირების გამოცდილების შესასწავლად, მითხრეს, რომ იქ 1913 წელს გაცემული სესხი წლიურ ერთ პროცენტში, საკრედიტო კავშირებმა 1975 წელს გადაიხადეს! ჩვენ კი ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად, გაცილებით მაღალი პროცენტი უნდა გადაგვეხადა. როცა საბრუნავმა საშუალებამ 1000 ლარს მიაღწია, 26%-იანი კრედიტი მოგვცეს, მერე 14%-მდეც დავიდნენ, მაგრამ სახელმწიფოს ხომ ეს სესხი პროცენტის გარეშე მისცეს?! ის მხოლოდ მომსახურების 0,75%-ს იხდის.

_კონკრეტულად, სასოფლო_საკრედიტო კავშირს შეუძლია თუ არა, რომ ლომის წილი გასწიოს გლეხკაცის ფეხზე წამოდგომის საქმეში? თქვენს საუბარში ხშირად ისმის ეს აზრი.

_ სასოფლო-საკრედიტო კავშირი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ოქროს, ძვირფასეულობისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებში, რთული, გლეხებისთვის მიუწვდომელი პროცედურების გარეშე აფინანსებს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობას მცირე კრედიტებით: ხვნა-თესვის, ბაღის გაშენების, მცირე ფერმერული მეურნეობის წარმართვისთვის, სასუქის, შხამქიმიკატების, თესლის, ნერგების, პირუტყვის და სხვადასხვა საქონლის შესაძენად.

_ სად და რა მიზეზით დაკარგა სასოფლო-საკრედიტო კავშირმა უმთავრესი ფუნქცია?

_ სასოფლო-საკრედიტო კავშირის განვითარებას დიდი პერსპექტივა ჰქონდა. სამწუხაროდ, საკრედიტო კავშირის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელებმა, სოფლებში ასეთი კავშირების შექმნის და განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად, მის ბაზაზე მოინდომეს რაიონულ ცენტრებში “დიდი საკრედიტო კავშირების შექმნა” და სოფელს მოწყვიტეს სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საფინანსო დაწესებულება.

_ თქვენ თვლით, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა?

_ როგორც ვთქვი, “დიდი საკრედიტო კავშირების” შექმნის იდეამ ხელი შეუწყო და დააჩქარა მრავალი სასოფლო-საკრედიტო კავშირის გაუქმება. იყო შემოთავაზება, სოფელ მერიის საკრედიტო კავშირის გაუქმებისა და მისი მიერთებისა რაიონის ცენტრში შექმნილი “დიდი” საკრედიტო კავშირისთვის. თუმცა ეს ვერ შეძლეს. უდიდესი ზიანი კი მიაყენეს მოქმედ საკრედიტო კავშირებს _ გურიაში გააუქმეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა, წაიღეს მოცემული კომპიუტერი და ტექნიკა. რიგი სსკ-ები ლომბარდებად ჩამოყალიბდა, რაც გლეხებისთვის არავითარი დახმარების მომტანი არაა.

_ ბატონო ვახტანგ, ორგანიზაციის დაარსებიდან რამდენი სესხი გაქვთ გაცემული, რა დანიშნულებით და როგორია შედეგი?

_ ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე, გაცემული მაქვს 2 011 სესხი. აქედან, 1 701 სესხი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. 300-მდე ადამიანმა იყიდა ძროხა, დაახლოებით 120 ჰექტარზე გაშენდა კივის, თხილის და ციტრუსების ბაღი. გლეხებმა შეიძინეს აგრეთვე საკარმიდამო ნაკვეთები 30 ჰა რაოდენობით. ზოგმა ჩვენი დახმარებით ოჯახი იყიდა. ჩვენი წევრები სისტემატურად სარგებლობენ სესხით ხვნა-თესვისთვის, შხამ-ქიმიკატების, ნერგების, სასუქის შესაძენად.

_ რამდენი წევრი გყავთ ახლა და რა რაოდენობის თანხას შეადგენს თქვენი აქტივი, თუ საიდუმლო არ არის?

_ საკრედიტო კავშირში ამჟამად გაერთიანებულია 340 წევრი. კავშირში გაერთიანების მსურველი ძალიან ბევრია; განსაკუთრებით გვთხოვენ გაწევრიანებას მეზობელი სოფლების _ ნატანების, კონჭკათის, ნარუჯის, ლაითურის, გურიანთის მცხოვრებლები. იმის გამო, რომ ჩვენი აქტივი მხოლოდ 104 000 ლარს შეადგენს, რაც 340 წევრზე ძალიან მცირეა და მათ ყოველდღიურ მოთხოვნებსაც ვერ ვაკმაყოფილებთ, ახალი წევრების მიღება არ შეგვიძლია. იმას კი, ვისაც სესხი არ ესაჭიროება და ჩვენთან დანაზოგების დაგროვების მიზნით სურს გაერთიანება, ჩვენს წესდებას და დებულებას დაიცავს, უპრობლემოდ გავაწევრიანებთ.

ჩვენ არაერთხელ ვეცადეთ გრანტის მოპოვება, დაბალპროცენტიანი სესხის მიღებას, მაგრამ ვერ მივაღწიეთ. და ეს მაშინ, როცა სოფლის მეურნეობის განვითარების და ხელშეწყობისთვის ქვეყანაში დიდძალი გრანტი და დაბალპროცენტიანი სესხები ისე იხარჯება, რომ გლეხობამდე, ფერმერამდე არ აღწევს.

ჩვენი აქტივი უკვე 104 ათას ლარზე მეტია. წევრთა საპაიო შენატანები 31 650 ლარს შეადგენს, მიმდინარე ანაბარი _ 21 325 ლარს, ვადიანი ანაბარი _ 48 609 ლარს. სულ წევრთა საერთო შენატანები შეადგენს 101 584 ლარს. ეს არის ჩვენი ძირითადი თანხა, თვით წევრების დანაზოგები.

_ რა წარმოადგენს თქვენი კავშირის ძირითად შემოსავალს?

_ გაცემულ სესხებზე დარიცხული პროცენტული სარგებელი წარმოადგენს საკრედიტო კავშირის ერთადერთ შემოსავალს. ეს თანხა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ დაიფაროს საოპერაციო ხარჯები, გადახდილი უნდა იქნეს პროცენტული სარგებელი წევრების ანაბრებზე, აღებულ სესხზე და დაიფაროს სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვი. მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო კავშირი არ არის მოგებაზე ორიენტირებული და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს წევრებისთვის მომსახურების გაწევა, იმის გამო, რომ წევრების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ანაბრებს ერიცხებათ მაღალი საპროცენტო განაკვეთი: _ მიმდინარეს _ წლიური 13% და ვადიანს _ წლიური 19%, საკრედიტო კავშირის საერთო ხარჯების მიერ დამტკიცებული საპროცენტო განაკვეთები, ჯერჯერობით, მაინც მაღალია.

შესაძლებლობის შემთხვევაში:

_ საპატიო წევრებს ექსტრემალურ სიტუაციაში (ქორწილი, ავადმყოფობა, გარდაცვალება) 4-10 დღით, სესხი ეძლევათ უპროცენტოდ.

_ წევრებს, რომლებსაც კავშირში აქვთ ანაბარზე თანხა მოთხოვნილი სესხის თანაბარი რაოდენობით, სესხი ეძლევათ პირველ რიგში 2 % -ში.

_ წევრებს, რომლებსაც არ გააჩნიათ დარღვევები წინა სესხების დაფარვისას, ეძლევათ მეორე რიგში, 3%-ში.

_ წევრებს, რომლებსაც წინა სესხების დაფარვისას გააჩნიათ დარღვევები პროცენტის გადახდისას, სესხი ეძლევათ მესამე რიგში, 4 %-ში.

_ წევრებს, რომლებსაც წინა სესხის დაფარვისას აქვთ უხეში დარღვევები (ვადაგადაცილება) და ჯარიმები არ გადაუხდიათ, სესხი ეძლევათ შესაძლებლობის ფარგლებში 5%ში.

_ თუ გაქვთ სახელმწიფო ან სხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან აღებული სესხები?

_ 2004 წლამდე ნასარგებლი მაქვს მსოფლიო ბანკიდან თავდაპირველად წლიური 26%, ბოლოს ერთი სესხი 14%. შემდეგ, სხვადასხვა ორგანიზაციებში და ბანკებში, მრავალჯერ დავაყენე საკითხი საკრედიტო კავშირის სახელით, მაგრამ _ ამაოდ! იაფფასიან კრედიტზეც მქონდა დოკუმენტაცია წარდგენილი, მაგრამ უშედეგოდ.

_ როგორც ვიცით, თქვენი კავშირის წევრს შეუძლია თავისი დანაზოგი შეინახოს თქვენს კავშირში…

_ დიახ, შეუძლია. ჩვენი საკრედიტო კავშირის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაზოგის სტიმულირება, წევრებს ვთავაზობთ სახსრების დაზოგვას მაღალი დივიდენდებით: მიმდინარე ანაბარზე ვრიცხავთ წლიურ 13%-ს, ხოლო ვადიან ანაბარზე _ წლიურ 19%-ს. ვახორციელებთ სესხების ისეთ წევრებზე გაცემას, რომლებიც ვერ მიიღებდნენ ამგვარ ფინანსურ მომსახურებას რომელიმე სხვა ორგანიზაციაში.

_ ბატონო ვახტანგ, ასე ვთქვათ, თქვენს ბაზაზე თუ “დაფრთიანდა” რომელიმე საკრედიტო კავშირი?

_ სოფელ მერიის საკრედიტო კავშირმა კავშირში გააერთიანა მეზობელი სოფლის _ თხინვალის მოსახლეობაც, რომლებმაც აღიარეს და დაიცვეს მერიის საკრედიტო კავშირის წესდება და დებულება. როცა სოფელ თხინვალის წარმომადგენლებმა მიაღწიეს 50 წევრს, ისინი, ჩვენი ხელშეწყობით, გამოეყვნენ სოფელ მერიის საკრედიტო კავშირს და ამჟამად დამოუკიდებლად არსებობენ სოფელ თხინვალში და წარმატებით ემსახურებიან სოფლის მცხოვრებლებს. ჩვენმა კავშირმა მეთოდური დახმარება გაუწია ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბრის საკრედიტო კავშირს. გაუგებარი მიზეზებით, აჭარაში არსებულმა დიდმა საკრედიტო კავშირებმა მას ასეთი დახმარება არ აღმოუჩინეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, სოფელ ალამბრის საკრედიტო კავშირი ნორმალურად ფუნქციონირებს და ემსახურება ალამბრის მოსახლეობას.

_ როგორ ფიქრობთ, თქვენი მრავალწლიანი მუყაითი და კომპეტენტური მუშაობის შემდეგ, ხომ არ მოვიდა ის დრო, როცა ეს ფინანსური ინსტიტუტი პოპულარული და ძალზე საჭირო გახდება? დღეს სოფლის აღორძინების შესახებ ბევრს საუბრობენ…

_ 150 მილიონია ახლა გამოყოფილი სოფლის მეურნეობისთვის, ხომ? აბა, დააკვირდით, რა მივა გლეხამდე! ვიმეორებ, გლეხისთვის და საბოლოოდ, ქვეყნისთვისაც უკეთესს ვერაფერს მოიგონებს კაცი, ვიდრე სასოფლო-საკრედიტო კავშირია. მხოლოდ ასეთ კავშირს შეუძლია, სოფლიდან მისულ გლეხს დახმარება გაუწიოს. ჩვენი დევიზი იყო და რჩება: “არც ერთი სოფელი საკრედიტო კავშირის გარეშე”, რაც ძალიან რთულ, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხად გვესახება. ღრმად ვარ დარწმუნებული, მომავალში კომპეტენტური ორგანოები, მთავრობა და პრეზიდენტი დაინტერესდებიან აღნიშნული საკითხით და ეს ინსტიტუტი ისე განვითარდება საქართველოში, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაშია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ვის მიეცემა 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის ნებართვა

16:24; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

კვერცხის ფასი მცირდება – მწარმოებელთა განცხადება პრემიერის ინიციატივის შემდეგ

14:54; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გამოცხადება დაიგვიანებს – რით ამშვიდებს აბიტურიენტებს NAEC და განათლების სამინისტრო

10:07; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ძალაში აღარ შევა ცვლილება, რომელიც მასწავლებელს სკოლაში დასაქმებას 3 წლით უზღუდავდა

10:04; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5 თებერვალი, 2026

"ქართული თეატრი დღეს"

წარმატებულ მეურნეს თამადობა "დააბრალეს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვის მიეცემა 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის ნებართვა

16:24; 6.02.2026
საზოგადოება

კვერცხის ფასი მცირდება – მწარმოებელთა განცხადება პრემიერის ინიციატივის შემდეგ

14:54; 6.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6.02.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6.02.2026
ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6.02.2026
სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11:05; 6.02.2026
სამართალი

შსს – “პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა”

10:58; 6.02.2026
სამართალი

“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა…” _ სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10:17; 6.02.2026
საზოგადოება

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გამოცხადება დაიგვიანებს – რით ამშვიდებს აბიტურიენტებს NAEC და განათლების სამინისტრო

10:07; 6.02.2026
საზოგადოება

ძალაში აღარ შევა ცვლილება, რომელიც მასწავლებელს სკოლაში დასაქმებას 3 წლით უზღუდავდა

10:04; 6.02.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

9:53; 6.02.2026
საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5.02.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5.02.2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5.02.2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო