ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები, საქართველოს მთავრობის წევრები, კულტურის და აკადემიურ სფეროში მოღვაწე ქართველები, სასულიერო პირები, ასევე უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.
ინაუგურაციამდე გაიმართება პირველი ქართული სტუდენტური კონგრესი, სადაც ორგანიზაციის მიზნებისა და გეგმების გარდა, სტუდენტებისთვის აქტუალურ თემებს განიხილავენ.
ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება 2012 წლის ზაფხულში დაფუძნდა. პირველი ქართული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ქართველ სტუდენტებს და ახალგაზრდებს მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს, საერთაშორისო დონეზე სტუდენტების ინტერესების დაცვასა და ეროვნული ინტერესების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ორგანიზაციას საქართველოს გარდა, წარმომადგენლობა ჰყავს ინგლისში, ბელგიაში, აშშ-ში, გერმანიაში, ლატვიაში, საბერძნეთში, ჩეხეთსა და ჰოლანდიაში.