იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ დაუშვებელია, მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფების შეცდომაში შეყვანის მიზნით, გამოგონილი მიზეზებით, ორგანიზებულ ღონისძიებებზე მათი ქალაქგარეთ გაყვანა და იქ მოსამართლეთა იმაში დარწმუნების მცდელობა, რომ, თუკი ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ შემადგენლობას მხარს დაუჭერენ, ამით მათ საფრთხე შეექმნებათ.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 9 ივნისი უმნიშვნელოვანესი დღეა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეები თავიანთი ღირსების შესაბამისად, დემოკრატიულ და გამჭვირვალე არჩევნებს ჩაატარებენ.
იუსტიციის მინისტრი ამ და სხვა საკითხებზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს საჯარო დებატებში იწვევს.