(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში მგზავრები ავტობუსს ხშირად “ეხმარებიან”. ამის მიზეზი ავარიული გზებია, რის გამოც, წვიმის დროს, მგზავრებით გაჭედილი ავტობუსი მოძრაობას ვერ ახერხებს.
სოფლის რწმუნებულის, პავლე მესხიშვილის და სოფლის დეპუტატის ლევან ნინიძის თქმით, სავარაუდოდ, ავარიული გზების შეკეთება უახლოეს პერიოდში დაიწყება და მგზავრებს მსგავსი პრობლემები აღარ შეექმნებათ, მგზავრები კი ამბობენ, რომ, ამ ეტაპზე, მათი გადაადგილება დიდი საფრთხის შემცველია.