“გურია ნიუსთან” ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს:
“ჩემთვის მოულოდნელი იყო სიახლე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია ვიდეო მასალის განადგურებასთან დაკავშირებით ორად გაიყო. ადრეც გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს არქივი ცალსახად უნდა განადგურებულიყო. დღევანდელ შეხვედრაზე მინდა დავაზუსტო ერთი დეტალი _ არქივი მოიცავს თუ არა რაღაც პროცენტით ისეთ მასალას, რომელიც კანონიერად არის მოპოვებული. თუ ასეთი ამ არქივში არსებობს და შერეულია, მაშინ კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები უნდა გაიმიჯნოს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებებისგან.
მაგრამ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ არქივში არის უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები, რომელსაც მართლმსაჯულებისთვის არანაირი ღირებულება არ აქვს. უხეშად რომ ვთქვათ, ბინძური ნაგავია. ცალსახად ვაფიქსირებ პოზიციას, რომ ასეთი ნაგავი უნდა განადგურდეს. _ განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.