აღნიშნულმა პირმა გორში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, რესტორან ‘ძმობის დუქანში” მასთან ერთად სუფრასთან მყოფი 48 წლის შალვა არუნაშვილი ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილს გორის ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დანაშაულში ბრალდებული კობა ქ-ს სამართალდამცველებმა სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით).