მინისტრმა მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად რეგიონული განვითარების ფონდიდად დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე არხების და საყრდენი კედლების მოწყობას, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას, არსებული მილების შეკეთებას და ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას. ასევე, მოსახლეობის თხოვნით, გათვალისწინებულია ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.
აღნიშნული გზა სოფლების: შომახეთი, გორისა, მოძვი, უსახელო, საირხე, მერჯევი, სავანე და წითელი ხიდის გასწვრივ გადის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ოქტომბრისთვის დასრულდება. ამჟამდ მიმდინარეობს გზის ფრეზირება და ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.
სამუშაოები საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს. გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “ლაგოდეხავტოგზა” ახორციელებს.