ხოლო ე.წ “ოპოზიციონერი მოსამართლეების” ერთადერთმა რეალურმა კანდიდატმა მაია ბაქრაძემ მხოლოდ 100 ხმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე ცალკე უყარეს კენჭი ოთხი მოსამართლე წევრის თანამდებობაზე არჩევას, რომლებიც უფლებამოსილნი არ არიან შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, რომელზეც წარდგენილები იყვნენ მოსამართლეები: ირაკლი ადეიშვილი; მაია ბაქრაძე, შორენა გუნცაძე, ბადრი კოჭლამაზაშვილი, დურმიშხან ჟორჟოლიანი, ბესიკ სისვაძე, დავით ღიბრაძე, ლელა ცანავა, ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე, ილონა თოდუა, თამარ ზამბახიძე, ეკა არეშიძე, თამარ ალანია; ზაზა მარტიაშვილი, გიორგი გოგინაშვილი; ეკატერინე ცისკარიძე; იოსებ ბაღათურია, ინგა კვაჭანტირაძე.