აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას და კუთვნილ სავაჭრო ფართებში დაბრუნებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არ აპირებენ ძველი ფართების დატოვებას და ახალ ბაზარში გადასვლას.
ზესტაფონელი მოვაჭრეების განცხადებით, ძველ ბაზარში ყოფნის ვადა ოთხაშაბათს ეწურებათ, რის შემდეგაც ალტერნატიული ფართის ძებნა მოუწევთ და ფაქტიურად შემოსავლის გარეშე რჩებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ საქმეში ვიღაცის კერძო ინტერესები არის, რომელსაც ზესტაფონის აგრარული ბაზრის დაშლა და გაყიდვა უნდა.