განხილვას უმცირესობის წევრები არ ესწრებოდნენ. როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა სამუშაო კვირა 40 საათით განისაზღვრება,განსაკუთრებულ შემთხვევებში კი 48 საათიანი კვირა, რომლის შემდეგ ამოქმედდება ზეგანაკვეთური შრომა რომელიც ხუნდაძის განცხადებით საათობრივ ანაზღაურებაზე მეტია.კოლექტიური ხელშეკრულებები კი სურვილისამბერ იქნება, მაგალითად თუ საწარმოში დასაქმებული ადამიანების 50% ზე მეტი გადაწყვეტს, შეუძლიათ შექმნან კავშირი და მონაწილეობა მიიღონ კოლექტიურ დავებში. რაც შეეხება უვადო ხელშეკრულებებს თუ დასაქმებულს 5 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი აქვს, მისთვის უვადო ხელშეკრულება კოდექსიის მიღებიდან ერთ წელიწადში შევა ძალაში.ხოლო 5 წელზე ნაკლები სტაჟის შემთხვევაში უვადო ხელშეკრულება 2 წელიწადში ამოქმედდება.ხუნდაძის განცხადებით კანონი დღეს მეორე მოსმენით გავა სესიაზე კენჭის საყრელად.