ამ დღესთან დაკავშირებით სკოლას სტუმრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ესტუმრნენ. ღონისძიება, რომელიც ფეირვერკით დასრულდა, 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაყურებელი, რომლის დატევაც დარბაზს გაუჭირდა გულრწფელი აღფღთოვანებით უკრავდა ტაშს მონაწილეებს და ორგანიზატორებს.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლამ ძალიან ბევრი საჩუქარი მიიღო. მათ შორის ჩვენი გაზეთის მეგობრების: არჩილ კვრეღელიძის, თემურ ჯახვას, თემურ ტყეშელიაძის, კობა ბანძელაძის, ზვიად უნგიაძის, გია ცეცხლაძის, დავით შვანგირაძის მიერ დაწესებული ფასიანი საჩუქრები. გარდა ამისა, ჩვენი გაზეთის მეგობარმა, რომელიც კომპანია “ბილაინში” მუშაობს, ამ კომპანიისგან სამრევლო სკოლას ციფრული ვიდეო კამერა გადასცა, რამაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი აღტაცება გამოიწვია.
ღონისძიებაზე, ჩვენი გაზეთის მიერ მოწვეულმა ოზურგეთის მაჟორიტარმა ტეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელმაც სკოლას პატრიარქის ეპისტოლეების კრებული გადასცა, ოზურგეთელების სახელით ყოველწლიური პრემია დააწესა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის კეთილის მსურველებიც არ დარჩენილან უსაჩუქროდ. მათ შორის არც ჩვენი გაზეთი, რომელსაც ჯილდო ერგო ნომინაციაში _ “სკოლის მეგობარი”.