https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გამგეობა ეკონომიკის სამინისტროს უჩივის

9:06; 14.06.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2010 წლის 29 სექტემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს “ჯანმრთელობა 2010”-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი საჯარო აუქციონზე გამოიტანა. ობიექტის საწყისი ღირებულება 540 000 დოლარი იყო.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო 30 თვის განმავლობაში არანაკლებ 2 მლნ. 175 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია შემდეგი გრაფიკის მიხედვით განეხორციელებინა _ ყოველ 6-თვიან პერიოდში არანაკლებ 435 ათასი აშშ დოლარი (ერთ საწოლზე _ არანაკლებ 15 ათასი აშშ დოლარი).

იმავდროულად, “ჯანმრთელობა 2010”-ის ახალი მეპატრონე ვალდებული ხდებოდა ხარაგაულში (15 საწოლი); გუდაურში (15 საწოლი); ლანჩხუთში (25 საწოლი); ჩოხატაურში (15 საწოლი); დედოფლისწყაროში (15 საწოლი); ქარელში (15 საწოლი); ვანში (15 საწოლი); ასპინძაში (15 საწოლი); ლენტეხში (15 საწოლი) ზოგადი პროფილის საავადმყოფოები აეშენებინა ან რეკონსტრუქცია გაეხორციელებინა.

იმავდროულად, ახალი მეპატრონე ვალდებულებას იღებდა, რომ ახლად შექმნილ საავადმყოფოებს არანაკლებ 7 წლის განმავლობაში სამედიცინო პროფილს შეუნარჩუნებდა.

აუქციონზე “ჯანმრთელობა 2010” შპს “ადითმა” შეიძინა. “ადითმა” რომ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, ეს ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი.

ცნობილია ისიც, რომ კომპანიას, რომელსაც ხელშეკრულება 2013 წლის მაისში დაუმთავრდა, პასუხს არავინ სთხოვს _ მისთვის არც ობიექტები ჩამოურთმევიათ და არც იმის გარკვევა დაუწყიათ, როგორ მოახერხა სახელმწიფოსგან გაკრიტიკებული კომპანია “აიჰოპი”-ის შვილობილმა კომპანიამ მილიონობით ლარის ღირებულების ქონების ხელში ჩაგდება.

ამ აუქციონის შედეგად, სხვა დანარჩენი ქალაქების მსგავსად, “ადითს” ჩოხატაურში საკმაოდ დიდი ქონება ერგო _ გარდა ჩოხატაურის ცენტრში მდებარე პოლიკლინიკის შენობისა, მის საკუთრებაშია ცენტრალურ გზასთან არსებული 4, 6 ჰექტარი ტერიტორია (ყოფილი პიონერთა ბანაკი) და ზედ არსებული შენობა-ნაგებობები.

სწორედ ეს ობიექტი გახდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ეკონომიკის სამინისტროს დავის საგანი.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არაწარმოებული აქტივების, მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსულობის 50% ექვემდებარება შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალში ჩარიცხვას. თუმცა, შპს “ჯანმრთელობა 2010”-ის გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად სახელმწიფოს ბიუჯეტში ჩაირიცხა.

ის, რომ ეს კანონის დარღვევა იყო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების იმდროინდელ მინისტრს, ვერა ქობალიას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ 2011 წლის 5 მაისს მიწერა: “

2010 წლის 29 სექტემბერს, შპს “ჯანმრთელობა 2010” გაიყიდა პირობიანი საჯარო აუქციონით. გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალში, მათ შორის, ჩოხატაურის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილი თანხა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ ჩოხატაურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი თანხის ჩარიცხვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში,” _ ნათქვამია გაგზავნილ წერილში.

ამ წერილის საპასუხოდ ქობალია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა კანონის დადგენილი წესის შესაბამისად ჩაირიცხა:

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განიხილა თქვენი 05.05.2011 წლის #1/14-204 წერილი, რაზედაც განცობებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო პრივატიზაციიდან შემოსული თანხები ნაწილდება საქართველოს კანონის “საბიუჯეტო კოდექსის” III თავის 25-ე მუხლის 1 ქვეპუნქტის “შემოსულობების ბიუჯეტებს შორის გადანაწილების წესის” შესაბამისად.

ასევე განცობებთ, რომ შპს “ჯანმრთელობა 2010”-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის გაყიდვიდან შემოსული თანხები მიიმართა სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად,” _ ვკითხულობთ ქობალიას წერილში, რომელიც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაგზავნილი წერილიდან ერთ თვეში, 2011 წლის 6 ივნისს მიიღო ჩოხატაურის საკრებულომ.

იმავე წლის 12 ივლისს, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა ერთობლივი წერილი გაუგზავნეს ფინანსთა მინისტრის იმდროინდელ პირველ მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილს:

“შპს “ჯანმრთელობა 2010”-ის გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალში, მათ შორის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კუთვნილი თანხაც.

აღნიშნულის შესახებ მივმართეთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობითი თხოვნით რათა უზრუნველყო ზემოთ მოტანილი ოპერაციიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კუთვნილი თანხის დაბრუნება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავისი საპასუხო 2011 წლის 6 ივნისის წერილით დაადასტურა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხები ნაწილდება საქართველოს კანონის საბიუჯეტო კოდექსის 25-ე მუხლის “შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის” შესაბამისად, თუმცა, არ გადაწყვიტა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი თანხის დაბრუნება.

გთხოვთ აღმოგვიჩინოთ დახმარება ზემოთ აღნიშნული კუთვნილი თანხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხვაზე,” _ აღნიშნულია წერილში.

რეაგირება არც ამ წერილს მოჰყოლია და როგორც გავარკვიეთ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სასამართლოში შესატანი სარჩელიც მოამზადა, თუმცა, საქმე სასამართლომდე იმ ერთი მარტივი მიზეზით არ მივიდა, რომ საქმე ვერა ქობალიას ეხებოდა:

_ ყველაფერი გამზადებული გვქონდა, რომ სასამართლოსთვის მიგვემართა. ამავე დროს, მზად იყო წერილი იმდროინდელი პრემიერმინისტრის, ნიკა გილაურის სახელზე, მაგრამ რამაზ ნიკოლაიშვილმა არ დაგვანება გაგზავნა _ “მეგობრულად გვირჩია”, რომ არ გაგვებედა ვერა ქობალიასთვის სასამართლოში ჩივილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა, _ აღნიშნეს ჩვენთან პირად საუბარში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

ბრძანება, მართალია სიტყვიერი იყო, მაგრამ დაუყონებლივ შესრულდა და ეს საქმეც მივიწყებას მიეცა. თუმცა, ხელისუფლების შეცვლამ სიტუაციაც შეცვალა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ საქმე განაახლა. როგორც გავარკვიეთ, უკვე აიყვანეს ადვოკატი და სარჩელიც უკვე მზადდება. ერთ დროს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს დღეს “ქართული ოცნების”’ იმედი აქვთ და იმედოვნებენ, რომ ჩოხატაურის ბიუჯეტში კუთვნილი თანხა დაბრუნდება.

_ საავადმყოფო-პოლიკლინიკის შენობის და მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვიდან ერთი თეთრიც არ ჩამორიცხულა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რაც კანონდარღვევაა. სწორედ ამას ვედავებით ეკონომიკის სამინისტროს. 2 წელია ეს პროცესი დაწყებული გვაქვს. დაახლოებით 250-300 ათას ლარზეა საუბარი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ზურაბ ჩანტლაძემ.

თუმცა, ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელიც ამ ტერიტორიის ირგვლივ არსებობს. ადგილობრივი მოსახლეობა იქ არსებული შენობის სასწრაფო დემონტაჟს ითხოვს:

“აღნიშნული შენობები შემოუსაზღვრავია. ეს კიდევ არაფერი, ისინი ამორტიზირებული და საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისთვის მათთან მიახლოების ან იმ ტერიტორიაზე გავლის შემთხვევაში. საქართველოში არსებობს მაგალითები, ასეთი ამორტიზირებულ შენობების უეცარ ნგრევას თუ რა სავალალო შედეგი მოჰყოლია. ამიტომ, ჩვენი თხოვნაა მოხდეს აღნიშნული შენობების სრული დემონტაჟი, ვინაიდან მათ ამჟამად არანაირი დატვირთვა და ღირებულება არ გააჩნიათ. გვყავს ბავშვები, ჩვენც გვიწევს ხსენებულ ტერიტორიაზე გავლა საჭიროებიდან გამომდინარე. ამიტომ შესაძლებელია, შენობის რომელიმე ნაწილი ჩამოინგრეს და სავალალო შედეგი მოიტანოს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ ზემდგომ ორგანოებს. იმ შემთხვევაში, თუკი მძიმე შედეგი დადგება, ჩვენ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება გამოყენებული იქნება იმის მოტივად, რომ ამ საშიშროებაზე ვსაუბრობდით და წერილითაც მოგმართეთ. ველოდებით წერილობით პასუხს შემჭიდროვებულ ვადებში,” _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც 2013 წლის 2 მაისს, დაბა ჩოხატაურის და სოფელ ჩაისუბნის მაცხოვრებლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, თამაზ ჯინჭარაძეს გაუგზავნეს.

აღნიშნული წერილი ზედამხედველობის სამსახურს დაეწერა, ზედამხედველობის სამსახურმა კი 2013 წლის 3 ივნისს სამშენებლო სამართალდარღვევისთვის შპს “ადითი” დააჯარიმა:

“სამშენებლო სამართალდარღვევისთვის, კერძოდ იმ ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის, რომლის დემონატაჟის გარეშე არსებობა უშუალოდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, შპს “ადითი” დაჯარიმდეს 200 ლარით,” _ აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე აწერს.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ სიხარულიძის თქმით, გარდა ჯარიმისა, კომპანია “ადითს” შენობის დემონტაჟიც მოსთხოვეს:

_ მე ვესაუბრე კომპანიის იურისტს. როგორც მითხრეს, აღნიშნული შენობა ერთ-ერთ შვეიცარიულ ბანკშია ჩადებული და ბანკის თანხმობის გარეშე ვერ დაშლიან. მთხოვეს, რომ გონივრული ვადა მიგვეცა. თუმცა, ისიც გასარკვევია, უშუალოდ შენობაა იპოთეკით დატვირთული თუ მიწა, _ გვითხრა სიხარულიძე, რომლის განმარტებით, გონირვული ვადა 3 თვეს შეადგენს. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი შენობის დაშლის უფლებას კომპანია “ადითს” ბანკი მისცემს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობას გამგეობაში შეტანილ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. როგორც ჩანს, “შემჭიდროვებული ვადები” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის თვეზე მეტად შეადგენს. სავარაუდოდ, ესეც “გონივრული” ვადაა, რადგან კანონის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ შემოსულ წერილზე პასუხი ათი დღის ვადაში უნდა გასცეს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ლანჩხუთელი მოსახლეობა თურქული ფირმა "სერაფის" წინააღმდეგ

თავდაცვის სამინისტროს ტენდერების შეწყვეტის მიზეზს ხსნის

ყველა სიახლე

საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30.01.2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30.01.2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30.01.2026
საზოგადოება

“შარაშიძე აივანზე იმყოფებოდა”- რას ამბობს ადვოკატი კონფლიქტზე, რის გამოც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

14:32; 30.01.2026
საზოგადოება

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება

14:11; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურა ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

14:09; 30.01.2026
საზოგადოება

აჭარის ტელევიზიას ირაკლი კიკვაძე უხელმძღვანელებს

13:36; 30.01.2026
ფინანსები

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

13:22; 30.01.2026
პოლიტიკა

რა წერია კანონპროექტში, რომელიც უკვე დაიდო პარლამენტის საიტზე

12:59; 30.01.2026
სამართალი

“წამში ჩაქრა ორი ადამიანის სიცოცხლე… სულ დამწვარი იყო მანქანა” – ცნობილია უმძიმესი ავარიის დეტალები

12:42; 30.01.2026
სამართალი

“შეესწრო დაპირისპირებას და უნდოდა მხარეების გაშველება” _ შარაშიძის ადვოკატი

12:28; 30.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძეს 30 000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა

12:09; 30.01.2026
სამართალი

“მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა” _ რას შეუფარდებენ დავით შარაშიძეს

11:52; 30.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე განსასჯელის სკამზე – დავით შარაშიძე ბრალს აღიარებს

11:41; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო