საპირფარეშო, რომელიც ორი ოთახისგან შედგება გამჭვირვალეა _ მინის კარიდან ყველაფრის დანახვაა შესაძლებელი, რაც ტუალეტში ხდება. აღსანიშნავია, რომ კარს სახელური არ აქვს. ამას კიდევ ერთი "ნოვაცია" ემატება _ უნიტაზები გვერდიგვერდ, გამყოფი კედლის გარეშე დგას და სურვილის შემთხვევაში, ორ ადამიანს, ერთმანეთის გვერდით, უნიტაზებზე წამოსკუპებულებს, ტკბილ მუსაიფში შეუძლიათ დაიკმაყოფილონ ბუნებრივი მოთხოვნილება, თან, გამჭვირვალე კარიდან ნაცნობ-მეგობრებსაც მიესალმონ.
მიუხედავად იმისა, რომ საპირფარეშო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აშენებულია წყალი არ არის. უფრო მეტიც, გასულ წელს აშენებული საპირფარეშოს ჭერი უკვე დაზიანებულია და წყალიც ჩადის.
გაერთიანებული წყალმომარაგების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, სოფო ნიკოლაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ წყალმომარაგების კომპანიის საკუთრებაში არსებული საპირფარეშოები მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდეს.
მასალა მომზადებულია ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!",
ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.