რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის მუნიციპალური სათათბიროს დეპუტატის წინააღმდეგ საქმე აღიძრა _ დეპუტატი ეჭვმიტანილია ავტოინსპექტორის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
როგორც საგამოძიებო ორგანოები იტყობინებიან, ავტოინსპექტორმა გააჩერა ავტომობილი, რომელსაც მართავდა მთვრალი დეპუტატი. საბუთების შემოწმების დროს, ეჭვმიტანილმა საჯაროდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა წესრიგის დამცველს და უკბინა მას თითზე.
ამის შემდეგ, დეპუტატს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
დეპუტატს ჩამოართვეს მართვის მოწმობა, ძიება კი გრძელდება _ ალკოჰოლის მოყვარულ კანონმდებელს, წესრიგის დამცველის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.