სამი ჩეხური კომპანია გაერთიანდა და გამოუშვა ელექტრული მფრინავი ველოსიპედი ყოველდღიური მოხმარებისთვის. მისი პრეზენტაცია პრაღის საგამოფენო დარბაზში შედგა _ ველოსიპედი, რომელზეც მანეკენი იჯდა, წარმატებით აფრინდა, 5 წუთის განმავლობაში იფრინა და ასევე წარმატებულად დაეშვა.
მფრინავი ველოსიპედი 95 კილოგრამს იწონის, წინა მხარეს, სადაც აკუმულატორი უდგას, აქვს ორი პროპელერი, ორიც _ უკან და ორიც _ გვერდებზე.
მფრინავი ველოსიპედის გამომგონებლების თქმით, ველოსიპედმა რომ ადამიანთან ერთად აფრენა შეძლოს, ამისთვის საჭირო იქნება აკუმულატორის გაძლიერება. ასეთი ველოსიპედი უკვე წლის ბოლოსთვის გამოვა ბაზარზე.