ამაღლების საჯარო სკოლამ სტუმრებს მაღალ დონეზე ორგანიზებული ღონისძიება და თოჯინების თეატრის სპექტაკლი წარუდგინა. სოფელში დოღი და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებიც მოეწყო.
დღესასწაულის აღსანიშნად ამაღლებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებიც ესტუმრნენ, თუმცა, მათმა უმრავლესობამ ღონისძიებების ბოლომდე ყურებას სუფრაზე წასვლა ამჯობინა. სკოლის ჭიშკართან ჩინოვნიკთა მანქანები მას შემდეგ შეჩერდა, რაც “გურია ნიუსმა” ეს ფაქტი ვიდეოკამერით დააფიქსირა და კითხვა დასვა, ამაღლებაში ღონისძიების საყურებლად იყვნენ მოსულები თუ საქეიფოდ.