2013 წლის 17-19 ივნისს გაიმართება ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში. ოფიციალური ვიზიტის მიზანია, ქართული დელეგაციის მიერ ესტონური გამოცდილების გაცნობა თვითმმართველობის რეფორმისა და რეგიონული განვითარების სფეროში, აგრეთვე საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის ხელისუფლებებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავება.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია გამართავს შეხვედრებს ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელობასთან და ესტონეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრთან. გარდა ამისა, დელეგაცია ეწვევა მუნიციპალიტეტებს და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციებს.
17 ივნისს დაგეგმილია შეხვედრები: შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, – ქალბატონ ლაინე რანდიერვთან, შეხვედრა სასოფლო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან – ქალბატონ კალვი კოვასთან და კომიტეტის სხვა წევრებთან, შეხვედრა ესტონურ-ქართული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესთან ბატონ ანდრეს ჰერკელთან და ჯგუფის სხვა წევრებთან, ესტონეთის მუნიციპალიტეტების ასოციაციაში გამგზავრება და შეხვედრა მუნიციპალიტეტების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ბატონ ოტ კასურისთან, _ იუწყება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო.