და ამავე გზაზე მდებარე 500-მეტრიანი რეაბილიტირებული ხიდი გახსნა.
თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კმ-ზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით გახორციელდა, დასრულებულია და ავტოტრანსპორტს დედაქალაქის შემოვლით სატრანზიტო გზაზე გადაადგილება თავისუფლად შეუძლია. ხიდის რეაბილიტაცია 2 მლნ 495 ათასი ლარი დაჯდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები სს „ხიდმშენმა“ განახორციელა.
ხიდს ჩაუტარდა ბურჯების გაძლიერებისა და შეკეთების, ჰიდროიზოლაციის განახლების, სავალი ნაწილის რეაბილიტაციისა და მდინარის კალაპოტის სარეგულაციო რკინა-ბეტონის კედლების მშენებლობის სამუშაოები.
ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს თბილისის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. აღნიშნული გზა სატრანზიტო დანიშნულებისაა, შესაბამისად, მისი დატვირთვა ძალიან მაღალია. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სააქციო საზოგადოება „ხიდმშენთან“ ერთად ახორციელებს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ძველი გზის რეაბილიტაცია დამატებით ახალი გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება 17 მილიონ 523 ათასი ლარია.