მინისტრმა სოფლის სკოლა მოინახულა, რომელიც წლების განმავლობაში არ შეკეთებულა და მოსწავლეებს მძიმე ჰიგიენურ და ანტისანიტარიულ გარემოში უწევთ სწავლა.
მარგველაშვილმა სოფლის მოსახლეობას სკოლის ახალი პროექტი გააცნო. სკოლის შენობა 105 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა დაახლოებით ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.