“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტის, ირაკლი პაპავას და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის კითხვები სწორედ მოსალოდნელ ტესტირებას და საატესტაციო კომისიას ეხებოდა.
დიმიტრი კვერღელიძე: _ ჩემი მოსვლის პირველი დღიდან ვთქვი, რომ საატესტაციო კომისიის შექმნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოებაში დავაბრუნოთ ნდობა. ადამიანები სამსახურში არ უნდა ინიშნებოდეს და არ უნდა თავისუფლებოდნენ პოლიტიკური შეხედულებით. არასამთავრობო სექტორმა უნდა გაუწიოთ კონტროლი ამ კონკურსის ობიექტურობას. პირდაპირ გპირდებით, რომ ისეთი დებულება იქნება მიღებული, სადაც თქვენი აზრი იქნება გათვალისწინებული. გთხოვთ კიდევ, რომ აქტიურად ჩაერთეთ ამ პროცესებში. კომისიაში ნაკლებად იქნებიან საჯარო მოხელეები ჩართულები. უფრო მეტად მინდა პრესის და არასამათავრობო ორგანიზაციის, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც ძალიან კვალიფიციურები გყავს ოზურგეთში.
ყველა ადგილზე, რომელიც ვაკანტური იქნება და ასეთი არის 400, მაღალი თანამდებობის ჩათვლით, გამოცხადდება კონკურსი და ყველას ექნება მონაწილეობის უფლება. მინდა, რომ ყველაზე გამჭირვალე კომისია იყოს და სამართლიანად ჩატარდეს ეს ატესტაცია. მე გპირდებით, ჩემი იქ მოსვლის მიზანი და მიზეზი არის ის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს ბატონ-პატრონად თავი მის მუნიციპალიტეტში. _ განაცხადა დიმიტრიმ კვერღელიძემ.
მისივე განცხადებით, ოზურგეთში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის დანიშვნა კანონის დარღვევით მოხდა (http://www.gurianews.com/home/2010-11-25-16-57-25/7880-2013-01-31-22-30-56.html).
_ გამგებლობაც არის საკონკურსო თანამდებობა და არანაირი სურვილი არ მაქვს, იმის ეჭვი გაუჩნდეს ვინმეს, რადგან გამგებელი წარმოადგენს “ქართულ ოცნებას”, მას ერთი წელი ხელშეუხებლობა ჰქონდეს.
პირველ რიგში, ის მიიღებს მონაწილეობას, თუ აქვს სურვილი, რა თქმა უნდა. ამიტომ, გამგებლის თანამდებობაც იქნება ვაკანტური. გაიმარჯვონ კონკურსში, მიიღონ მაღალი შეფასებები და ქულები და ყველა კანონის დაცვით დაიკავებს თანამდებობებს. ჩვენ ვერავის მივცემთ პრივილეგიას, არის თუ არა ოცნების წევრი ან კიდევ არ არის მისი წევრი. მეტსაც ვიტყვი, ჩემდა გასაკვირად, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოზურგეთში კანონის სრული დარღვევით იქნა დანიშნული და არამარტო ოზურგეთში, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა. პირველ რიგში შესაცვლელია ეს სიტუაციაც. _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობიც ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს.