“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ოფისიდან ხელოსნების ტექნიკა არის წაღებული:
_ ხელოსნებს დილით დახვდათ კარები გატეხილი და წაღებული ელექტრო ტექნიკა. მომხდართან დაკავშირებით იმ წუთასვე ეცნობა სამართალდამცავებს.
_ ბატონო მიხეილ, უკავშირებთ თუ არა ამ ყველაფერს პოლიტიკას?
_ არა, არ ვუკავშირებთ. ჯერჯერობით, ამ ოფისში შესულები არ ვართ და პოლიტიკურ მოტივაციას ვერ მივცემ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი არაფერი არ არის დაკარგული. ხელოსნების სამუშაო იარაღები არის წაღებული.
_ როდის იგეგმება ოფისის გახსნა?
_ სავარაუდოდ შემდეგ კვირაში.
“გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურს დაუკავშირდა. შსს -ს ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონული პოლიცია აწარმოებს მოძიებას 177-ე მუხლის მეორე ნაწილით ანუ ქურდობის მუხლით და მიდის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.