გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა „საქელექტრომანქანის“ სახელით დაამზადეს ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლითაც თითქოს ამ ორგანიზაციამ ერთ-ერთ შპს-ს 14 900 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა მიჰყიდა. რის სანაცვლოდ მათ 4 500 ლარი აიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.