დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დღეს იმერეთის ყოფილ გუბერნატორს ლაშა მაქაცარიას დაკითხავენ.
პროკურატურა მაქაცარიას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. საქმე ეხება 2010 წელს ქუთაისის რამდენიმე საბავშვო ბაღში გათავისუფლებული მასწავლებლების თემას, რომლებმაც მაქაცარიას ბრძანებით დატოვეს სამსახურები.
პროკურატურა საქმეს გათავისუფლებული მასწავლებლების საჩივრის საფუძველზე იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს.
აღნიშნულ ფაქტზე უკვე დაიკითხა ქუთაისის გაერთიანებული ბაღების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე.