https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ოსლოში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

    ირანში ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ოსლოში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

    ირანში ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არაფორმალური “მაკონტროლებლები” და ბიზნესი ანტიმონოპოლიური “საშველის” მოლოდინში

9:06; 21.06.2013
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გაუმჯობესება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2013  წლის პრიორიტეტებში წარადგინა.  მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო. პრიორიტეტების წარდგენისას, მან ახსენა ბაზრიდან განდევნილი საშუალო ბიზნესიც:

“ეს გახლავთ ირიბი გზით დახმარება იმ საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც განდევნილი იქნა სხვადასხვა ბიზნესიდან. დაგეგმილია კონკურენციის სააგენტოს შექმნა, რომელიც არსებული მონოპოლიების დაშლასა და ბაზრის გახსნაზე იმუშავებს. შემდგომ ეს იქნება პრევენციული მუშაობა იმისთვის, რომ არ მოხდეს კარტელური შეთანხმებები”, – განმარტა კვირიკაშვილმა.

მიუხედავად ამისა, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო სათანადოდ არ არის მომზადებული. ფაქტია ისიც, რომ კანონში შესატან ცვლილებებს დიდი დებატები მოყვება.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ “რაც არ უნდა კარგი კანონმდებლობა შევქმნათ, თუ არ იქნა გენერალური პოლიტიკური ნება თავისუფალი ბაზრის არსებობის, დაშვებული იქნა სახელმწიფოს მხრიდან პრეცენდენტები პირდაპირი თუ არაპირდაპირი, ფორმალური თუ არაფორმალური პრივილეგიების თუ ლობირების თავისუფალი ბაზრის პრობლემა ყოველთვის იარსებებს. საქართველოში ბოლო წლებში სწორედ ეს იყო მთავარი პრობლემა”

_ ბატონო ირაკლი, რამდენად ეფექტურია  კანონპროექტი, რომელმაც ანტიმონოპოლიური პოლიტიკა უნდა დაარეგულიროს საქართველოში და რა ხარვეზები აქვს მას?

_ კანონპროექტი, რომელიც უნდა შევიდეს პარლამენტში მოიცავს ყველა იმ მიმართულებას და საკითხს, რომელსაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს, მასზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობდა, კანონპროექტი არის პრობიზნესური და მათი უფლებები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, რაც მთავარია კანონპროექტის მიზანი არ არის კომპანიების დაშლა და ზედმეტი რეგულაციები. ხარვეზებს რაც შეეხება, ეს ალბათ უფრო პრაქტიკიდან გამოჩნდება, რადგანაც ანტიმონოპოლიური ქმედებები ძალიან მრავალფეროვანია და კონკრეტულ  ქეისებზეა აწყობილი. მე პირადად,  არ ვისურვებდი კანონმდებლობაში 40%–იანი წილის მქონე კომპანიის მონოპოლიად დასახელების შესაძლებლობას, რომელზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, არღვევს თუ არა ის მომხმარებლის უფლებებს და ზღუდავს თუ არა კონკურენციას. კომპანიას შეიძლება ქონდეს 20% დაა ზღუდავდეს კონკურენციას და მომხმარებლის არჩევანს, ან პირიქით, ქონდეს ბაზრის 80%, მაგრამ არ იყენებდეს ამ დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად.

_ რომელი ქვეყნის მაგალითზე იხელმძღვანელა საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც გააუქმა ყველაფერი, დაწყებული  კანონით, დამთავრებული ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებით? იყო თუ არა გაცხადებული პოლიტიკა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მფარველობდა მონოპოლიას?

_ ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, არსებობენ მსოფლიოში ლიბერალური ქვეყნები, სადაც არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, მაგრამ იქ მაინც არსებობს კონკურენტული ბაზარი. მიზეზი მარტივია ხელისუფლება არ ლობირებს და არ ქმნის ხელოვნურ მონოპოლიებს. საქართველოში ეს ვერ იქნა მიღწეული. სახელმწიფო პირდაპირ ანიჭებდა პრივილეგირებულ მდგომარეობას რიგ კომპანიებს – მაგალითად საქართველოს ლატარიის კომპანია, მფარველობდა კარტელურ გარიგებებს, მაგალითად ნავთობპროდუქტების ბაზარი, თბილისის სამარშრუტო ხაზები, სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც ქონდათ რეგიონები გადანაწილებული, ელიტარულ დონეზე ხდებოდა სხვადასხვა კომპანიების არაფორმალური ლობირება ტენდერებში, სადაც იმარჯვებდნენ რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირებული კომპანიები, საბაჟოზე პრივილეგიები არსებობდა ხორბლის, ასანთის, მარილის, ხორცის და სხვა რიგი პროდუქტების იმპორტიორი კომპანიების. ახალ კომ პანიებს კი ექმნებოდათ გარკვეული ბარიერები. ეს იყო მთავარი პრობლემა ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობის პირობებში. თუმცა, ვარდების რევოლუციამდე არსებობდა ეს სამსახური მაგრამ თავისუფალი ბაზრის პრობლემა ასეთი არაფორმალური მხარდაჭერის შედეგად მაშინაც იყო. ამიტომაც, ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის სამსახურის ამოქმედების პარალელურად  არ დაუშვას არაფორმალური “მაკონტროლებლები”.

_ საქართველოს პრაქტიკაში მონოპოლიისა და კონკურენციის შეზღუდვის რა მაგალითები გახსენდება?

_ ასეთი მაგალითები საკმაოდ ბევრია, ნაწილი ჩამოგითვალეთ, საკმაოდ ცნობილია “აირზენას საქმე”, “ალდაგის საქმე” შევარდნაძის პერიოდიდან, “კავკასუს ონლაინის”, მობილური ოპერატორების და ნავთობკომპანიების ქეისები წინა ხელისუფლების პირობებში, ასევე ბოლო ცვლილება ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომელიც ექსპედიტორებთან მიმართებაში “საქართველოს ფოსტა” დგება უპირატეს მდგომარეობაში, თუმცა ეს შეზღუდვა 2014 წლის 1 იანვრიდან უნდა გაუქმდეს.

_ არსებობს თუ არა საქართველოში მონოპოლიური კომპანიები და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები რომელია ამის?

­_ძალიან მნიშვნელოვანია იმის განმარტება, რას ნიშნავს მონოპოლია, ვისთვის არის ის მონოპოლია და ვისთვის _ არა, რა გეოგრაფიულ და სასაქონლო ბაზართან გვაქვს  საქმე.

მაგალითად, ძალიან ხშირად ისმის რომ “ბორჯომი” ან “საქართველოს რკინიგზა”   მონოპოლისტები არიან. თუ განვიხილავთ მინერალური წყლების ბაზარს, “ბორჯომი” ვერანაირად ვერ იქნება მონოპოლისტი, რადგან მას ძალიან ბევრი შემცვლელი და კონკურენტი მინერალური წყალი ჰყავს. დიახ, “ბორჯომს” აქვს ექსკლუზიური უფლება, საბადოებიდან მხოლოდ მან მოიპოვოს ეს სასარგებლო რესურსი, მაგრამ ამ უფლების დანაწევრება რეალურად შექმნის ბევრად უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე მისი ერთ მფლობელობაში არსებობა. რადგან თუ მას პირობითად სამ კომპანიაზე გავანაწილებთ, არცერთს არ ექნება სტიმული არეკლამოს ბრენდი, რადგან ამით “უფასოდ”  ისარგებლებს სხვაც – ეს ერთი, მარტივი მაგალითი.

რაც შეეხება “საქართველოს რკინიგზას”,  ის ვერ იქნება მონოპოლისტი მგზავრისთვის, რომელსაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილება სურს, მიუხედავად იმისა რომ რკინიგზა ერთია. რადგან მას აქვს ალტერნატივები, თუნდა სხვა სატრანსპორტო საშუალებები, თუმცა გეოპოლიტური თვალსაზრისით, რკინიგზას უკვე აქვს სტრატეგიული დატვირთვა, რადგან თუ ეს კომპანია მოხვდება პირობითად რუსული კომპანიის ხელში, ის შეიძლება დაინტერესდეს მისი პარალიზებით და ტვირთანკადი შუა აზიიდან რუსეთის მიმართულებით გაუშვას. ამიტომ, კონკრეტული მიდგომებს კონკრეტული ქეისის შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, იზრდება შესაძლებლობებიც და ალტერნატივებიც, მაგალითად, ინტერნეტის და მობილური ტელეფონების შემოსვლამდე, სატელეკომუნიკაციო კომპანიები ექცეოდნენ რეგულაციის აუცილებლობის ქვეშ, დღეს კი ეს საჭიროება არ დგას.

მაგალითად, საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც ყველა საკომუნიკაციო კომპანია სარგებლობდა “საქართველოს ელექტროკავშირის” ჭებით და მაგისტრალებით. იმ დროს ეს კომპანია ითხოვდა რეგულირებას, მაგრამ დღეს არსებობს ალტერნატიული “კავკასუს ონლაინის” ქსელი. შესაბამისად, ამის აუცილებლობა არ დგას. საინტერესოა, ასევე შესწავლილი იქნას “კარფურის” ქმედებები ბაზარზე, რამდენად დემპინგურია მისი საქმიანობა, როდესაც ის ხშირ შემთხვევაში არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მიმწოდებელ კომპანიებს, სხვა კონკურენტებსაც.

გარდა ამისა, არსებობს ბუნებრივი მონოპოლიები – მაგალითად გაზგამანაწილებელი, წყალგამანაწილებელი, ელექტროგადამცემი ხაზები, ცენტრალური მაგისტრალები, რომლებიც უნდა იყოს ან ერთი მფლობელის ხელში რეგულაციებით, რადგანაც ბევრი კომპანიის ჩართულობა აქ არაეფეტურია ხარჯების თვალსაზრისით, ან სახელმწიფო უნდა უწევდეს მართვას.

_ რამდენად ეფექტურად და სამართლიანად მიგაჩნიათ ის სანქციები, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში დაუწესებენ კომპანიებს, თუკი დამტკიცდება, რომ ისინი მონოპოლისტურ პოლიტიკას ეწოდნენ?

_ ეს დამოკიდებულია კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კვლევას და მტკიცებას, რომ კომპანია ნამდვილად ზღუდავდა ბაზარზე კონკურენციას, მომხმარებლის არჩევანს და იყენებდა ბოროტად საკუთარ დომინანტურ მდგომარეობას, რომელ ბაზარზე ხდებოდა ეს, რა გეოგაფიულ და სასაქონლო საზღვრებში. პირდაპირი გადაწყვეტილება, რომ კომპანია ფლობს ბაზარზე 40%-ზე მეტს და ამიტომ უნდა დაჯარიმდეს,  იქნება ძალიან უხეში შეცდომა და მე ვფიქრობ, ასეთ პრეცენდენტებს ადგილი არ ექნება.

_ წიგნების ბეჭდვის გახმაურებული ამბავი რომ ავიღოთ, როდესაც ძირითადად ერთ სტამბას აძლევდნენ დასაბეჭდად და მხოლოდ ერთი კომპანიის მაღაზიაში და ასევე ერთ კონკრეტულ  აფთიაქში  იყიდებოდა, არის თუ არა ეს მონოპოლიის თვალსაჩინო მაგალითი?

_ თუ სხვა კომპანიებს შეეძლოთ უკეთესი პირობებით გაეკეთებინათ იგივე, ან არ ჰქონდათ წვდომა ტენდერზე, ხარჯების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია იღებდა ზემოგებას, ამ ვერტიკალური სქემით – გამომცემლობა, სარეალიზაციო ქსელი ზღუდავდა მომხმარებლის არჩევანს, მაშინ ეს შეიძლება შეფასდეს მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად.

დღეს ბევრს საუბრობენ ფარმაცევტული კომპანიების ვერტიკალზეც – წამლის წარმოება, დისტრიბუცია, სარეალიზაციო ქსელი, სადაზღვევო კომპანია, კლინიკა, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვადასხვა არაპროფილური აქტივები.  მე ვფიქრობ, ეს უნდა მოექცეს ანტიმონოპოლიური სამსახურის შესწავლის ობიექტივში და თუ დამტკიცდება, რომ ეს ვერტიკალები ზღუდავს კონკურენციას და მომხმარებლის არჩევანს, მათ საწინააღმდეგოდ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. კვლევამდე, მათზე პირდაპირ ზემოქმედებას გაუმართლებლად მივიჩნევდი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

18:09; 6 მარტი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი

16:51; 6 მარტი, 2026
ფინანსები

6-7-8 მარტს „ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

12:55; 6 მარტი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5 მარტი, 2026
ფინანსები

 საგაზაფხულო SOLO შეთავაზებები –  მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ ობიექტებში

14:30; 5 მარტი, 2026

ახალი შენობის მოლოდინში

სადარბაზოსთან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

თბილისი – ზუგდიდის მატარებელი კასპთან მწყობრიდან გამოვიდა

10:40; 9.03.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება არაგონივრული ნაბიჯია ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან

10:31; 9.03.2026
სამართალი

სარეალიზაციოდ გამზადებული 49 შეკვრა „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“ – დაკავებულია ორი პირი

10:21; 9.03.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

10:17; 9.03.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიიდან 70 წლის წლისთავს ეხმიანება

10:10; 9.03.2026
ზაფრანი

წლის მფარველი და ფარული ენერგია – რას ამბობს თქვენზე ჩინური ჰოროსკოპი

9:59; 9.03.2026
ზაფრანი

რომელი ციფრები იზიდავს წარმატებას

9:43; 9.03.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა და ქარბუქი გზაზე – სად დაწესდა მოძრაობაზე ნაწილობრივ შეზღუდვა

7:58; 9.03.2026
სპორტი

ოზურგეთელმა სპორტსმენებმა ღია პირველობიდან კიკბოქსინგში შინ 7 ოქროს მედალი წამოიღეს

20:14; 8.03.2026
პოლიტიკა

სახალხო დამცველი: 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი

19:36; 8.03.2026
სამართალი

შსს-ში სოფელ აღაიანში ავტოსაგზაო შემთხვევისა და შემდგომ მომხდარი ინციდენტის დეტალებს განმარტავენ

18:42; 8.03.2026
მსოფლიო

ოსლოში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

18:12; 8.03.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში იასპარეზებს

18:01; 8.03.2026
სამართალი

რუსთავში მამაკაცი დააკავეს

17:32; 8.03.2026
პოლიტიკა

“მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ნამახვანჰესის პროექტს დააბრუნებს” – ქვრივიშვილი

16:45; 8.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო