ის ადგილობრივ დევნილებს შეხვდა და ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა.
დავით დარახველიძე: “დღეს სამტრედიაში მართლაც რომ სასიამოვნო და ბედნიერი დღე გვაქვს. 79 ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ფართი. ეს არის თითქმის სამასამდე ადამიანი. 4-ოთახიანი ბინა მიიღო ერთმა ოჯახმა, 3-ოთახიანი ბინა _ ოცმა ოჯახმა, 29 ოჯახმა _ 2ოთახიანი და ერთოთახიანი ბინაც 29 ოჯახს გადაეცა. მართალია, კიდევ დარჩა რამდენიმე ოჯახი, მაგრამ სულ მალე მათი პრობლემაც იქნება მოგვარებული. მინდა აქვე გითხრათ, რომ უახლოეს წლებში ჩვენ მთლიანად საქართველოს მასშტაბით უნდა გადავწყვიტოთ დევნილთა საცხოვრებელი პრობლემები, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ყველას გვინდა, მშობლიურ მიწაზე დაბრუნებაა. მჯერა ესეც უახლოეს მომავალში იქნება.”
მინისტრთან ერთად დევნილებთან იმყოფებოდნენ აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და სხვადასხვა ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც დევნილებს ახალმოსახლეობა მიულოცეს და ჰუმანიტარული დახმარების სახით საჩუქრებიც გადასცეს.
დევნილებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრს და ისურვეს, საერთო ოცნება _ აფხაზეთის მიწაზე დაბრუნება მალე ამხდარიყოს.