ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა სააგენტომ J.D. Power and Associates გამოაქვეყნა აშშ-ს ბაზარზე გაყიდული ავტომანქანებს შორის ყველაზე ხარისხიანი ავტომანქანების სია.
სია შედგა 2013 წლის თებერვალ-მაისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 83 ათასმა მოქალაქემ.
კომპაქტურ სედანებში გამარჯვებული გახდა Honda Civic, საშუალო ზომის სედანებში _ Toyota Camry, სრული ზომის სედანებში კი _ Chevrolet Impala.
სუბკომპაქტურ კროსოვერებში პირველი ადგილი გაიყვეს Buick Encore-მ და Kia Sportage-მა, კომპაქტური ზომის კროსოვერებში გაიმარჯვა Honda CR-V-მ, საშუალო ზომის კროსოვერებში კი Nissan Murano-მ.
ყველაზე ხარისხიანი მინივენი აღმოჩნდა Chrysler Town & Country, კომპაქტვენი _ Kia Soul, ყველგანმავლებში გაიმარჯვა Chevrolet Tahoe-მ, სუბკომპაქტურ ავტომანქანებში _ Mazda2.
ახლა კი გთავაზობთ J.D. Power and Associates-ს მიერ შედგენილ ყველაზე ხარისხიანი ავტომანქანების რეიტინგს (რეიტინგი შედგენილია ყველა 100 მანქანაზე გამოვლენილი უხარისხო დეტალის მიხედვით)
1. Porsche (80 უხარისხო დეტალი);
2. GMC (90 უხარისხო დეტალი);
3. Lexus (94 უხარისხო დეტალი);
4. Infiniti (95 უხარისხო დეტალი);
5. Chevrolet (97 უხარისხო დეტალი);
6. Acura (102 უხარისხო დეტალი);
7. Toyota (102 უხარისხო დეტალი);
8. Honda (103 უხარისხო დეტალი);
9. Jaguar (104 უხარისხო დეტალი);
10. Hyundai (106 უხარისხო დეტალი).