სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე წარდენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა დიმიტრი კვერღელიძემ ჟურნალისტების თანდასწრებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს კოტე შარაშენიძეს მიმართა და განაცხადა: “ყველას გპირდებით, რომ ეს კაცი, კოტე შარაშენიძე ძალიან მალე “ქართული ოცნების” წევრი არ იქნება.” მისივე განცხადებით, შარაშენიძე საკრებულოს დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა, ეს გადაწყვეტილება, რომ მიეღოთ.”
ამ წუთებში რამდენიმე ადამიანმა, ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის პიკეტირება მოაწყო. ისინი ადმინისტრაციული შენობის კიბესთან ზიან და შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. “გურია ნიუსის” კითხვაზე, რამდენი ხანი აპირებთ პროტესტის გაგრძელებას? განაცხადეს: “სანამ ცენტრალური ხელისუფლებიდან არ მივიღებთ პასუხს და არ მოიკვლევენ გამგებლის, კოტე შარაშიძის საქმიანობას, მანამდე მუნიციპალიტეტის შენობაში დავრჩებით.”
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კოტე შარაშენიძე უსაფუძვლოს უწოდებს საპროტესტო აქციის მონაწილეების ბრალდებას და “გურია ნიუსთან” აცხადებს: “მათ ბრალდება უსაფუძვლოა. ჩემი მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა დეპუტატებზე.” შარაშენიძე აცხადებს, რომ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” და მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს.