დიმიტრი კვერღელიძემ ავთანდილ სურგულაძეს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ საკრებულოში გამგებლის ჩათვლით "ნაცმოძრაობაა".
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ლელა ნაცვალაძის თქმით, საკრებულოს დეპუტატებზე მიდიოდა ზეწოლა და ავთანდილ სურგულაძე ასე გახდა თავმჯდომარე.
_ თავმჯდომარე გახდა ის, რომელმაც თავის სოფელში, ჭანიეთში "ქართულ ოცნებას" წააგებინა არჩევნები, _ განაცხადა ნაცვალაძემ.