თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ჯერ ისევ ბევრი სამუშაო დარჩა პარლამენტს, რის გამოც რიგგარეშე სესიები ივლისშიც გაიმართება
“ჩვენ ივლისის განმავლობაში ვაპირებთ სესიების გამართვას და ის, რომ ამ კვირაში ვერ მოვასწრებთ რაღაც საკითხების გადაწყვეტას, არ ნიშნავს, რომ სექტემბერში გადავიტანთ, ეს გადავა ივლისის დასაწყისში და გაიმართება რიგგარეშე სესიები,” _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.