თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეომასალები და სამეგრელოს საცავებში აღმოჩენილი ვიდეოარქივი. ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება, კომიტეტი ამ საკითხებზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც განიხილავს.
“იმ კვირაში, 1 ივლისს, თავდაცვის კომიტეტი განიხილავს სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებში არსებული მასალების საკითხს. პირველ რიგში, სასურველია, რომ კომიტეტი სხდომაზე წევრები გაეცნონ რა ხდება გამოძიების ეტაპზე და შემდგომ ვიმსჯელებთ რეგლამენტზე. ასევე იმაზე გახდება თუ არა საჭირო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა,” _ განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.