(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გურიის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში გვითხრეს, რომ ოზურგეთის სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციამ დაპირებული სამუშაოები დაიწყო. “ამ ეტაპზე მოედნის მომზადება მიმდინარეობს, რის გამოც, დარჩენილ შეხვედრებს “მერცხალი” ჩოხატაურში ჩაატარებს.
როგორც ქართული მედია იუწყება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისაკენ აღებულმა კურსმა გურიამდეც მიაღწია. უკვე დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალური სტადიონის ცენტრალურ არენაზე. სამუშაოები, დაპირებისამებრ, ფიფასა და უეფას სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, მინდვრის საფარის მოსაწესრიგებელი სამუშაოები დაიწყო _ ფედერაციის მიერ შეძენილი სპეცტექნიკით მოიხნა და დაიტკეპნა მინდვრის საფარი, რომელზეც სპეციალური სასუქი შეიტანეს.