დღეს, 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების მონაწილე 11 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დარჩებიან თუ არა ისინი წინასწარ პატიმრობაში. 11 პირს: ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურა სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლოს გადაწყვეტილება სულ მალე გახდება ცნობილი.
ფოტო: ინტერპრესნიუსი