“გურია ნიუსი” გურული ჩინოვნიკების ქონებრივი დეკლარაციებით დაინტერესდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ურუშაძე სასურველი და მდიდარი სასიძოა. ზაზა ურუშაძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ დაახლოებით ბოლო შვიდი წელი ის ბიზნესმენი იყო.
_ ეს იმდენი ქონება არ არის, რომ მაგის დაგროვება პრობლემა იყოს. _ გვითხრა ზაზა ურუშაძემ.
რაც შეეხება ჩვენს კითხვას, აპირებს თუ არა დაოჯახებას, ურუშაძე ამ საკითხში სიტყვაძუნწი აღმოჩნდა და მოკლედ გვიპასუხა, _ “რა ვიცი, ალბათ კი”.
მისი ქონებრივი დეკლარაცია კი ასე გამოიყურება: – საკარმიდამო ფართობი, ლანჩხუთი, გრიგოლეთი, ფართობი – 3300.0 კვ.მ, საცხოვრებელი ბინა, თბილისი, დიღმის მასივი 5კვარტალი 5ა კორპუსი ბინა 50, ფართობი – 101.0 კვ.მ; საცხოვრებელი სახლი ლანჩხუთი, სოფ.გრიგოლეთი, ფართობი – 200.0 კვ.მ; არასაცხოვრებელი ფართი თბილისი, დიღმის მასივი 5 კვარტალი, ფართობი – 22.0 კვ.მ.
16 მარტს მის ანგარიშზე შემდეგი სახის ქონება იყო: თიბისი ბანკი ანაბარი 25000.00 დოლარი, ლიბერთი ბანკი სახელფასო 1500.00 ლარი, ვითიბი ბანკი ანაბარი 1000.00 დოლარი.
FORD Escort,1998, IWI-648, MERCEDES-BENZ E 300,1994, MIM-300, MITSUBISHI Chariot,2000, HKH-448- ამ სამი ავტომანქანი მფლობელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე შარაშენიძეა.
_ მანდ ისიც იქნება მინიშნებული, მანქანები, რომელ წლებშია რეგისტრირებული. ოჯახს სჭირდებოდა და ვიყიდეთ. ერთი მანქანა ჩემს მეგობარს ჰყავს, მეორე _ მე და მესამე კიდევ ერთ ჩემს მეგობარს მივეცი. ვშრომობ, ვშრომობ, ვწვალობ, ვმუშაობ და გვქონდა საშუალება. _ გვითხრა კოტე შარაშენიძემ.
ქონებრივ დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ საცხოვრებელი სახლი სადაც ის ცხოვრობს დედის, როზა გოგუაძის სახელზეა გაფორმებული. ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე, რუსუდან მდინარაძე, რომელიც მუშაობსა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მხატვრად და სამი შვილი: თინათინი, გოდერძი და დავითი.
2013 წლის 4 თებერვლის მონაცემებით კონსტანტინე შარაშენიძის და მისი ოჯახის წევრების საბანკო დეპოზიტზე შემდეგის რაოდენობის თანხა ირიცხებოდა: – რუსუდან მდინარაძე (კონსტანტინე შარაშენიძის მეუღლე) ,,ვი–თი–ბი ბანკი” სახელფასო 1.00 ლარი – კრედიტი, როზა გოგუაძე (კონსტანტინე შარაშენიძის დედა) “ლიბერთი ბანკი” სახელფასო 1.00 ლარი – კრედიტი, კონსტანტინე შარაშენიძე ,”ვი–თი–ბი ბანკი” სახელფასო 1.00 ლარი- კრედიტი, როზა გოგუაძე “ლიბერთი ბანკი” საპენსიო 2.00 ლარი – კრედიტი.
რაც შეეხება სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს: როზა გოგუაძე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პოფკავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი 1725.00 ლარი; რუსუდან მდინარაძე ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მხატვარი 3000.00 ლარი, კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამგებლის მ/შ 2022.86 ლარი.
ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებს თამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და დედა. ნათელა სიხარულიძის სახელზე არის საცხოვრებელი სახლი ჩოხატაურში, 150.0 კვ.მ; არასაცხოვრებელი ფართი, ჩოხატაური, დუმბაძის ქ. #11,ფართობი – 14.0 კვ.მ, მიწის ნაკვეთი საქართველო, ჩოხატაური, ჯალაღანიას ქ. #2, ფართობი – 1500.0 კვ.მ.
მეუღლის სახელზეა _ მიწის ნაკვეთი ჩოხატაური, კურორტი ბახმარო, ფართობი – 180.0 კვ.მ; მის სახელზე კი არასაცხოვრებელი ფართი, ჩოხატაური, დუმბაძის ქ. #11, ფართობი – 40.0 კვ.მ. ჰყავს ავტომანქანა ford Escape რომლის ყიდვა 8000 ლარი დაუჯდა.
16 თებერვლის მონაცემით, საბანკო ანგარიშზე თამაზ ჯინჭარაძეს და მის ოჯახის წევრებს შემდეგი სახის თანხა ჰქონდათ: ირინა მამალაძე (თამაზ ჯინჭარაძის მეუღლე) “ლიბერთი ბანკი” სახელფასო 100.00 ლარი; ნათელა სიხარულიძე (თამაზ ჯინჭარაძის დედა) “ლიბერთი ბანკი” მიმდინარე 10.00 ლარი; თამაზ ჯინჭარაძე “ლიბერთი ბანკი” სახელფასო 1900.00 ლარი. 2012 წელს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა 350.00 ლარი მიიღო.