“საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან სფეროში რეფორმებს; ახლა პრიორიტეტია ამ რეფორმების განგრძობითობა. უნდა მოხდეს ადამიანების უფლებების პატივისცემა, იმ ძალადობას, რაც ჩვენ ვნახეთ 17 მაისს თბილისის ქუჩებში, არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში.“
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს კოჰაბიტაციის პროცესი და საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით. რასმუსენის განცხადებით, ნატოს კარი ღიაა იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც განახორციელეს და ამჟამადაც ახორციელებენ რეფორმებს.
“საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუ საქართველო ამისთვის ყველა საჭირო მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ნატოს კარი ღიად რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აუცილებელ მოთხოვნებს და კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ _ განაცხადა რასმუსენმა პრესკონფერენციაზე, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართა.