თინათინ ხიდაშელი ასამბლეას კორუფციის სტანდარტული და ტრადიციული ფორმების პარალელურად, სხვა პრობლემებისადმი ყურადღების მიქცევის აუცილებლობაზე ესაუბრა.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც დემოკრატია საფრთხის ქვეშაა სწორედ კორუფციის გამო. კორუფციამ სახელმწიფო დაწესებულებების შემდეგ, მყარად მოიკიდა ფეხი კერძო სექტორში, მედია საშუალებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში. კორუფციის მასშტაბების ასეთი ზრდა კიდევ უფრო სახიფათოს ხდის მას თანამედროვეობისათვის. თქვენი ყურადღება განსაკუთრებულად მინდა მივაპყრო ვითარებას, როდესაც სახელმწიფოს და პოლიტიკურ პარტიას შორის სხვაობა იკარგება და ქვეყნის ბიუჯეტი ერთი პოლიტიკური ძალის პარტიულ/საარჩევნო მიზნების სამსახურში დგება. ასეთ ვითარებაში არჩევნები და დემოკრატიული პროცესი ხშირად აზრს კარგავს და სწორედ მსგავსს პრაქტიკას მივყავართ შემდეგ რევოლუციებამდე.
იმედს ვიტოვებ, ევროპის საბჭო ამ მოხსენების პარალელურად, კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას დაიწყებს იმისთვის, რომ მიზანმიმართული მონიტორინგის მექანიზმი გაჩნდეს,” _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლის დროს.