შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. “პასატის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს შეეჯახა, „ფოლკსვაგენში“ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული მძღოლი და ერთი მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
_ ადგილზე მისულებს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დაგვხვდა. ავტომანქანიდან მისი გადმოყვანა ცოტა გართულდა. დეტალებზე საუბარი მე არ შემიძლია. დანარჩენს საპატროლო პოლიცია და ექსპერტიზა გეტყვით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილემ აკაკი ყვავაძემ.